ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მოახლოვებული სეზონისთვის თითქმის მზად ვართ”

“ტოტენჰემთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ხვალ განსხვავებული შემადგენლობით ვითამაშებთ, მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ ბენატია, პერეირა და პიანიჩი.მინდორზე ოთხ მცველს გავიყვან, მარცხნივ სანდრო იასპარეზებს, მარჯვნივ კი რომელიმე ახალგაზრდა მოთამაშე.შევეცდები ძირითადი შემადენლობის წევრები მეტად დავტვირთო, მელბურნისგან განსხვავებით ეს გაცილებით რთული დაპირისპირება იქნება.ამ სეზონისთვის დიდ გუნდებთან თამაშით მოვემზადებით, რაც ფორმაში შესვლას ხელს შეუწყობს.რაც შეეხება ფავორიტობას, პირველი ტურიდან ჩემპიონატის მოსაგებად რამდენიმე გუნდი იბრძოლებს, შესაბამისად ქაღალდზე უპირატესობა არაფერს ნიშნავს.ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ.”

“პოგბა ? – ამ თემაზე მე ვერაფერს გიპასუხებთ, ამ საკითხებში ჩახედული დიდად არ ვარ.ვარჯიშების პროცესით კმაყოფილი ვარ, მოახლოვებული სეზონისთვის თითქმის მზად ვართ.ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი სატრანსფერო ბაზარზე იდეალურად მუშაობს.”

წყარო : Football Italia

7 thoughts on “ალეგრი : “მოახლოვებული სეზონისთვის თითქმის მზად ვართ”

  1. ალეგრი მარჯვნივ რომელიმე ახალგაზრდას არა? ლიროლაზე კარგი დასაყენებელი ვინ ყავს ნეტა უკეთესი წაყვანილი მელბურნში :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.