ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი:”დე ლაურენტისმა დიდი თავისტკივილი გაიჩინა”

ლუჩიანო მოჯი იგუაინის ტრანსფერს ეხმაურება:

“ფინანსური თვალსაზრისით დე ლაურენტისმა რა თქმა უნდა კარგი გარიგება მიიღო.. პრაქტიკულად 30 წლის ფეხბურთელში 94 მილიონი, მაგრამ მეორეს მხრივ ამ პერიოდში, როდესაც მაღალკვალიფიციური ფორვარდების სერიოზული კრიზისია, გონსალოსთან განშორება სიკვდილის ტოლფასია..

იუვენტუსი თავის მხრივ საგრძნობლად გაძლიერდა და შესაბამისად კონკურენტები მნიშვნელოვნად დაასუსტა..

იკარდი ის კადრი არ არის, რომელიც სარის გუნდს გააძლიერებს.. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს საკუთარი თვალთახედვით ახორციელებს.. მისი მორჯულება ნეაპოლიტანელთა თავკაცსაც კი გაუჭირდებოდა.

უმჯობესია თუ დე ლაურენტისი ყურადღებას ანტოან გრიზმანზე გადაიტანს.. სხვათაშორის ამ გუნდისთვის ლაპადულა ფრიად საჭირო ფიგურა იქნებოდა”.

2 thoughts on “მოჯი:”დე ლაურენტისმა დიდი თავისტკივილი გაიჩინა”

  1. კარგი იქნებოდა გონსალო მაშინ გვეყიდა. გრიზმანზე მეც არ ვიტყოდი უარს. ნეტა ჩვენთან იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.