ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩიმ “სიტის” კიდევ ერთი შემოთავაზება დაბლოკა

ლეონარდო ბონუჩიმ მანჩესტერ “სიტის” მორიგი შემოთავაზება გაისტუმრა უარით..

გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქელები კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს, თუმცა შეთანხმება მოთამაშის სურვილის გამო ვერ შედგა.ჯუზეპე მაროტა ლიდერთან გამომშვიდობებას არ აპირებს და საბედნიეროდ, ბებერი ქალბატონიდან წასვლა არც ცენტრალურ მცველს სურს.

პეპ გუარდიოლა მზად იყო 29 წლის ფეხბურთელისთვის 8 მილიონი ევრო შეეთავაზებინა, ანუ იმაზე ორჯერ დიდი ხელფასი, ვიდრე ლეო ტურინში იღებს, თუმცა ბონუჩი ბრიტანეთში გადაბარგებას მაინც არ აპირებს.

“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა სულ მალე ბონუჩის ერთგულებას დაუფასებს და ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს.

წყარო : Football Italia

7 thoughts on “ბონუჩიმ “სიტის” კიდევ ერთი შემოთავაზება დაბლოკა

  1. ძაან უნდა აფასებდეს ხელმძღვანელობაც და ტიფოზერიაც ასეთ რამეებს და აფასებს კიდეც. საუბედუროდ ძალიან ცოტა გვყავს გუნდში ასეთი ერთგული ფეხბურთელები.

  2. ჯიშში და სულში მონობა არ აქვს და მიტომ,სამაგიეროდ ზოგიერთებს ეკეტებათ ფულზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.