ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი “იუვენტუსს” უახლოვდება – 35 მილიონ ევროდ

პრემიუმ სპორტი ბლეიზი მატუიდის თაობაზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს..

იტალიური გამოცემის მტკიცებით, ჯუზეპე მაროტამ შეთავაზება 30 მილიონამდე გაზარდა, რასაც ხუთი მილიონი ბონუსებიც ემატება, ტურინელებს ამ თანხად ფეხბურთელის ხელში ჩაგდების იმედი აქვთ.ნახევარმცველის აგენტს ბებერ ქალბატონთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და სურს, ტრანსფერი მალე განხორციელდეს.მართალია, “პსჟ” 29 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მატუიდის პარიზის დატოვება სურს და ეს საქმეს აადვილებს.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იგივე ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული პრესაც, მოკლედ, “იუვე” მატუიდის ხელში ჩაგდებასთან ახლოსაა.

წყარო : Football Italia

5 thoughts on “მატუიდი “იუვენტუსს” უახლოვდება – 35 მილიონ ევროდ

  1. ვერატი მაგრად მინდა იუვეში იმიტომ რომ ახალგაზრდა,ნიჭიერი იტალიელია მაგრამ რეალურად მატუიდი იყო ყოველთვის პესეჟეს ნახევარდაცვის ლიდერი და ასაკის გარდა არაფერი დაეწუნება ჩემი აზრით :chuvak:

  2. მართალია არანაირად არ ვარ ამის ფანი მარა ვთვლი რო ნორმალურზე ოდნავ უკეთესია! იმ ჩამოთვლილ ხარახურებს 100 თავით ჯობია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.