ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ისკო და ხამესი კვლავ რადარზეა?


ტურინის იუვენტუსს ხამეს როდრიგესის შემდეგ რეალ მადრიდიდან ისკო ალრაკონიც დაუკავშირეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჭორები, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდში გარკვეული პირობებით უკმაყოფილო იყო და გუნდის დატოვება სურდა, ამას მალევე მოყვა ანალიზი, რომ გუნდს ისკო, ან ხამესი მართლაც დატოვებდა, არჩევანი კი ზინედინ ზიდანზე იყო.

პაკო გონსალესი აცხადებს, რომ თუ რეალი ახლა ისკო-ხამესიდან ერთ-ერთს არ გაყიდის ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფინანსური ფეირ-ფლეის დარღვევის გამო ტრანსფერის გაკეთება აეკრძალება, ამიტომ ლოგიკურია, რომ სამეფო კლუბი ამ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი დატოვებს.

ტოტენჰემი და იუვენტუსი ორი გამოკვეთილი ფავორიტია სამეფო კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო საგაში, ხოლო როგორ დასრულდება ყველაფერი, ამას 1 სექტემბერს საბოლოო განაცხადებით გავიგებთ.

წყარო : Managing Madrid

9 thoughts on “ისკო და ხამესი კვლავ რადარზეა?

    1. მართალია ძნელია უკვე რამე დაიჯერო… ალბად თუ მართალა სასწაული მოხდა და გადმოიყვანეს ძნელად დავიჯერებთ… :forza:

  1. ხამესი თუ დაიდო მე ბრუცოს საწინააღმდეგო არაფერი მექნება ზედმეტის მთქმელიც კი არ ვარ :lool: :lool:

      1. მართალი ხარ არც მე არ მომწონს ეგ ტაქტიკა, 3-5-2 უფრო დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკაა ვიდრე შეტევაზე არადა შეტევითი პოტენციალუ ძაან დიდი აქვს ამ ფორმაციის იუვეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.