ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იანვარში “იუვენტუსი” დარმიანის დამატებას შეეცდება

იმ შემთხვევაში, თუ შტეფან ლიხტშტაინერი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს განაცხადებს და გუნდს იანვარში დატოვებს, ჯუზეპე მაროტა მატეო დარმიანის შეძენას შეეცდება..

შვეიცარიელ ფეხბურთელს ტურინული გრანდის დატოვება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს სურდა, თუმცა ბიანკონერებმა მარჯვენა მცველის მილანის “ინტერში” გაშვება არ ისურვეს, აქედან გამომდინარე ლიხტშტაინერი კონტრაქტის ბოლო წელს ატარებს ბებერ ქალბატონში.თუ მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე საერთო ენა ვერ გამონახეს, უკვე იანვარში შესაძლოა 32 წლის ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს და ნერიაძურის მიაშუროს.

რაც შეეხება მატეო დარმიანს, იგი ჟოზე მაურინიოს გეგმებში იდეალურად ნამდვილად ვერ ჯდება და ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.იანვარში ჯუზეპე მაროტა ეშმაკების ხელმძღვანელობას დაუკავშირდება და მცველის თაობაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.

წყარო : Football Italia

5 thoughts on “იანვარში “იუვენტუსი” დარმიანის დამატებას შეეცდება

  1. ფლანგებზე, სანდო, ევრა, დანი, ლიხტა, კუადრადა და საჭირო დროს კიელინიც ითამაშებს ფლანგს დას ეს რაღა ჯანდაბად უნდათ?

  2. ეს რატომ წამოვა მანიუდან. ხელფასი კარგი აქვს და სკამს ვერც აქ ასცდება. ისე კი მირჩევნია მოიყვანონ ესეც და აქეთა ფლაგზე დე შილიო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.