ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩმა და ლიხტშტაინერმა პირველ მატჩებში იმარჯვეს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში კიდევ ორი იუვენტინო ჩაერთო..

ბოსნიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესტონეთს უმასპინძლა და მეტოქე 5-0 გაანადგურა.მირალემ პიანიჩი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა.ჰერცოგოვინელები ბელგიასთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან, გიბრალტართან და ესტონეთთან ერთად H ჯგუფში იმყოფებიან.

გამარჯვებით დაიწყო შესარჩევი ეტაპი შტეფან ლიხტშტაინერის შვეიცარიის ნაკრებმაც.ტურინელთა მარჯვენა მცველმა მინდორზე 70 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი პორტუგალია 2-0 დაამარცხა.

პიანიჩიც და ლიხტშტაინერიც ხვალ ვინოვოს ბაზაზე მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში დაბრუნდებიან.

10 thoughts on “პიანიჩმა და ლიხტშტაინერმა პირველ მატჩებში იმარჯვეს

  1. პიანიჩი იყო სუპერ. არავითარი პოგბა. პოგბას ბოლო ორ თამაშს რომ ვუყურე დიდი არაფერი უქნია. პიანიჩი გუშინ იყო მოვლენა, სასწაული, პასების მანქანა.სულმოუთქმელად ველი მის გამოჩენას იუვეს რიგებში :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. პიანიჩმა მაგარი ჩაატარა. ხუტი გოლიდან 4-ში საგოლე პასი გააკეტა, ერთი მაგან დაიწყო. მონა ეგეთებს ვერ აკეთებდა

  3. მე მაროტას იმის გამო ვსაყვედურობ რომ ცენტრისთვის ვერავინ იყიდა და არა პოგბას გაყიდვის გამო. და რასაც ვსაყვედურობ მხოლოდ იმიტომ რომ ტრამვიანები არიან ჩვენი ცენტრის ბიჭები, თორემ ბევრი გუნდი კი ვერ დაიკვეხნის მარკიზიო-ხედირა-პიანიჩის დონის ცენტრით. მაგრამ დიდი შანსია ამ სამიდან ორსაც კი არ მოუწიოს სეზონში ერთდოულად მოედანზე ყოფნა 10 და მეტ შეხვედრაში. ნეტა არ დაიმტრვნენ. ნაკრებებში არ გაუშვან ჰონდურასებთან სათამაშოდ და ალეგრიმაც დაზოგოს ცენტრის ხალხი თორემ ცუდად წავა საქმე.

  4. უკვე ხედირა-პიანიჩს ვიხილავთ ერთად, იმედია მალე მარკიზიოც შეუერთდებათ და მთელ სეზონს ჩაატარებენ სამივე იძულებითი დასვენებების გარეშე. ამ სამი კაცის ერთად მწყობრში ყოფნაზე იქნება ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ამ სეზონში. თუ ტრავმების მხრივ გაგვიმართლა და ძირითადი ბირთვი გადაგვირჩა სერიოზულ პრობლემებს, მერე შეიძლება მართლა გავიწიოთ ლიგის თასისკენ. :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.