ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “შედეგით კმაყოფილი ვარ”

გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის კომენტარს “პალერმოსთან” მატჩის შემდეგ..

“დღევანდელ მატჩში ორი მთავარი ამოცანა გვქონდა – აგვეღო სამი ქულა და არ გაგვეშვა გოლი, საბედნიეროდ, ბიჭებმა დასახული მიზანი შეასრულეს.პროგრესი ჯერ კიდევ გვჭირდება, თუმცა ასეთ რთულ შეხვედრაში სამი ქულა ყველაზე მნიშვნელოვანია.პალერმოსთან სიცილიაზე თამაში არცერთი გუნდისთვის არაა ადვილი, მათ ხომ ბოლო ორ მატჩში 4 ქულა აიღეს.ასამოას ტრავმის გამო ბოლო წუთებში 10 კაცით მოგვიწია თამაში, ამიტომ შედეგით კმაყოფილი ვარ.მიმდინარე სეზონში პირველად ვითამაშეთ ორი მაღალი ფორვარდით, იგუაინმა და მანჯუკიჩმა კარგად ითამაშეს და დაცვასაც დაეხმარნენ.”

“ტრავმები ? – ასამოას სიტუაციას უახლოეს დღეებში შევაფასებთ, რუგანის კი არა მგონია სერიოზული ტრავმა აწუხებდეს.რამდენიმე დღეში ზაგრებში დინამოს ვეთამაშებით და ხორვატიიდან სამი ქულა აუცილებლად უნდა წამოვიღოთ.პოგბას სტუმრობა ? – იგი საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერია, ალბათ ტურინული ჰაერი მოენატრა და ამიტომაც დაბრუნდა.პოლი საოცარი ნახევარმცველია, მას შეუძლია ორკაციან ნახევარდაცვაშიც იასპარეზოს, ფიზიკურად იდეალურადაა მომზადებული.”

წყარო : Football Italia

2 thoughts on “ალეგრი : “შედეგით კმაყოფილი ვარ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.