ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ასამოა და რუგანი 45 დღეს გამოტოვებენ

კვადვო ასამოას და დანიელე რუგანის ტრავმებთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა..

ბიანკონერების ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე მოთამაშის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ისინი მინდორს მიღმა დაახლოებით 45 დღეს გაატარებენ.განელმაც და იტალიელმაც ტრავმები “პალერმოსთან” შეხვედრაში მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბიანკონერების ლაზარეთში რჩებიან კლაუდიო მარკიზიო და მეჰდი ბენატია.

წყარო : Football Italia

14 thoughts on “ასამოა და რუგანი 45 დღეს გამოტოვებენ

  1. ბენატია უნდა დააყენონ მარცხნივ მითუმეტეს 4 მცველიან ტაქტიკაში, 3 მცველიანში ისედაც არაა ასამოას ადგილი ნუ ბენატია იმ შემთხვევაში თუ ევრა წავა მარა ჯერ კი არის ხოდზე დიდი იმედი მაქვს კარიერას იუვენტუსში დაამთავრებს

  2. კაი და როგორ თამაშობდა მაგ ადგილას, კარგი რა ჩემო ძმაო იმ დროს ტაქტიკა იყო გააყოლეთ ასამოა ლიხშტაინერს მოიქნიონ იქნებ მოხვდეს ვინმეს და იმიტო ჩანდა რო მაგრად თამაშობდა მაგასაც ჩემპიონატში თორე ლიგაზე გაქრა მთლიანად კონტეს გუნდი თუმცა საერთოდ საოცრად რო ეთამაშა დღეს სანდრო 2 თავით ჯობია მითუმეტეს ნომინალური მარცხენაა და რათ გვინდა ასამოა რომელიც ვერაფერს აკეთებს ტრამვის გარდა

  3. უდინეზედან აღარ უნდა ვიყიდოთ ფეხბურთელები. არ ვიცი როგორი ფიზმომზადება აქვთ, მაგრამ ასამოაც და პერეირაც სულ გატრავმულები არიან რაც იუვეში გადმოვიდნენ.

  4. სანდროს ადგილას რატო უნდა ათამაშოს როცა სანდროს ნახევარიც არ არის, ძალიან სკეპტიკურად უყურებთ ჩემო ძმაო სანდროს მარა დღეს მაგაზე მაგარი მარცხენა არაა, დაცვაშიც ძალიან ძლიერია, ფიზიკურად მაგრად დგას კორპუსსაც მაგრად იყენებს, სწრაფია და ძაან ტექნიკური იმდენად დიდი სისწრაფე და ტექნიკა აქვს ვინგერადაც იდეალურად თამაშობს როგორც ბაიერნთან იყო მარცხენა შემტევი ნახევარმცველი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია

    1. სანდროზე ცუდს არაფერს ვამბობ პირიქით ძალიან მაგარია . და შენ გაიხსენე ასამოა მაგ ადგილას როგორ თამაშობდა მე ვამბობ რომ ევრა დაბერდა რომ წავა ასამოა უნდა განიხილებოდეს მარცხნივ სანდროს კონკურენტად სულ ეს ვთქვი

  5. ეჰ ეს ასამოა მაგრა არ მინდა პადოინად იქცეს და საღადაოდ მარა ფაქტია ვერ გაამართლა რა სულ ტრავმა სულ თამაშის პრაქტიკის ნაკლებობა და მერე ბევრიშეცდომაც . არა და ასა მაგარია მე მგონია რო სანდროს ადგილას უნდა ათამაშოს ალეგრიმ 3-5-2 ში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.