ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “აგრესიული იუვენტუსი ვიხილეთ”

მასიმილიანო ალეგრი “სამპდორიასთან” ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა..

“სამპდორია დერბის მოგების შემდეგ კარგი განწყობით ეწვია ტურინს, ჩვენ კი მათ აგრესიული თამაში შევთავაზეთ.ძალიან გამახარა მარიო მანჯუკიჩის გოლმა, იგუაინმა კი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და სულ მალე ისიც გაიტანს არაერთ გოლს.გონსალო ცენტრ-ფორვარდი იყო, ხორვატი ოდნავ უკნიდან თამაშობდა, რაც მთავარია, საქმე კარგად შესრულდა.ნეტო ? – მან 2-3 კარგი სეივი განახორციელა, მარკიზიოს დაბრუნებით კი მთელი ტურინი ბედნიერია.ის ტაქტიკურად და პოზიციურად ერთ-ერთი საუკეთესოა.იუვენტუსმა ბურთის უფრო სწრაფად კონტროლი უნდა ისწავლოს, თავიდან ასეც ვშვებოდით, თუმცა როცა ტემპი დავაგდეთ, გენუელებმა გოლის გატანა მოახერხეს.”

“ალვეში მესამე ცენტრალურ მცველად ? – დასწრებაზე ბრაზილიელი შესანიშნავია, მას ნებისმიერი როლის მორგება შეუძლია.ნაპოლი ? – ნეაპოლელებთან დაპირისპირებამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო, მნიშვნელოვანი თამაში იქნება, თუმცა გადამწყვეტი არა, სკუდეტოს ბედს უფრო სეზონის მეორე ნახევარი გადაწყვეტს.”

წყარო : Football Italia

10 thoughts on “ალეგრი : “აგრესიული იუვენტუსი ვიხილეთ”

  1. ამან აშკარად სხვა თამაშს უყურა იგუაინმა ფანტასტიურად ითამაშაო და თან იგუაინი ცენტრ ფორვარდი იყო და მანჯუკიჩი უკანო არადა მთელი თამაში პირიქით იყო

  2. რა თქმა უნდა, ჯანსაღ, ზომიერ კრიტიკას და გინებას/მოძულებას შორის დიდი ზღვარია

    მეც ვცდილობ იუვეს ყველა წევრი მიყვარდეს

  3. როდესაც ყველა გაიგებს,რომ იუვე ერთი ოჯახია და ოჯახში ნებისმიერი წევრის გინება და ათვალისწუნება ანგრევს ოჯახს,მანამდე ვერაფერს მივაღწევთ,თუ რა თქმა უნდა,იუვეს ოჯახის წევრად ვთვლით თავს.სუსტს და ხეიბარს მეთი სიყვარული და თანადგომა სჭირდება! თუ ფიქრობთ,ბევრს აგინებთ “დამსახურებულად” და ღმერთი დიდი სიხარულით დაგაჯილდოვებთ,ძალიან შემცდარხართ…

    1. იუვე ოჯახივით მყავს აგერ უკვე 22 წელია,მისი გინება გულზე მხვდება ეკალივით მითუმეტეს დაუმსახურებლად და უაზროდ. მაგრამ აქ ზოგმა ეს რომ გაიგოს კაკ მინიმუმ ფანი უნდა იყოს და არა ტოტალიზატორჩიკი

  4. ალეგრის გარდა არავის ვაგინებ,ისე ერნანესა შევაგინებდი სხვები მაგრებია მართლა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.