ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ნაპოლისთან” მატჩს როკი განსჯის

იტალიის ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრას, ტურინის “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის ჯანლუკა როკი განსჯის..

43 წლის მსაჯს ბებერი ქალბატონის მონაწილეობით 30 მატჩი აქვს განსჯილი, აქედან ტურინელებმა 24 მოიგეს, სამი ფრედ ითამაშეს და სამში დამარცხდნენ.რაც შეეხება ნეაპოლელებს, მაურისიო სარის შეგირდებმა 13-ჯერ იმარჯვეს, რვა დაპირისპირება ფრედ დაასრულეს და ცხრაჯერ წააგეს.

აღსანიშნავია, რომ როკი უშუალოდ “იუვენტუსი” “ნაპოლის” შეხვედრის მსაჯი ერთხელ იყო, 2013 წელს ბიანკონერებმა ტურინში 3-0 მოუგეს მეტოქეს, იმ მატჩში ჯანლუკამ ანჯელო ოგბონა გააძევა მინდვრიდან.

წყარო : Football Italia

7 thoughts on ““ნაპოლისთან” მატჩს როკი განსჯის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.