ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “კიევოს ძლიერი გუნდი ჰყავთ”

“კიევოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“კიევომ წინა ტურში კროტონესთან წააგო და ბუნებრივია, ისინი ორმაგი მოტივაციით ითამაშებენ.ზედიზედ ექვსი ურთულესი თამაში ჩავატარეთ და გასაკვირი არაა, რომ დაღლილობა იჩენს თავს.ვერონელებს მაღალი დონის მწვრთნელი და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, მათ სახლში ინტერი დაამარცხეს და ეს ბევრს ნიშნავს.ჩემს განკარგულებაში არ არიან ჯორჯო კიელინი, მარკო პიაცა და პაულო დიბალა, ლეონარდო ბონუჩი განაცხადშია, თუმცა თამაშამდე შევაფასებ, შეძლებს თუ არა იგი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.”

“იუვე მშვენიერ ფორმაშია, არ ვფიქრობ, რომ ცუდი დროება გვიდგას.ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვიზამთ, მერწმუნეთ, მარტისკენ გუნდი საუკეთესო ფორმაში იქნება.კრიტიკა ნორმალურია, ამას მიჩვეულნი ვართ.გასულ სეზონში არავინ ფიქრობდა, რომ ბავარიას ისეთ წინააღმდეგობას გავუწევდით, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ და არ გაგვიმართლა.”

“ბუფონის თემა ? – გუნდმა ამის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა.”

წყარო : Football Italia

 

5 thoughts on “ალეგრი : “კიევოს ძლიერი გუნდი ჰყავთ”

  1. მე რო ვამბობ დიბალა კუადრადო სანდრო 4-5-1 ში უნდა იყოს თქო ვერ გავაგებინე ზოგს აქ, სანდრო და კუადრადო ძალიან ძლიერი ვინგერები არიან ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრისას დიბალა ტრეკუარისტაც ხდება თავისუფალი ზონები უფრო მეტად რჩება როცა 3 იგროკი სისწრაფეებს გინვითარებს და პრესინგზე გიტევს მასე გაგვარღვია ბაიერნმა ტურინში კიდე კაი უცბად მოვეგეთ მერე გონს

  2. არ მჯერა რო ამ გუნდს უფრო მეტი არ შეუძლია.
    დიბალა კუადრადო და სანდრო, ეს 3 კაცია რომლებსაც რეალურად გუნდების აწიოკება შეუძლიათ :up: იმას ვგულისხმობ რო დრიბლინგი აქვთ და ეხლა რო დიბალა გვაკლია კუადრადო როგორ უნდა დასვა სკამზე ტო კაი რა მართლა! თავად ალეგრი ქმნის პრობლემებს არაფრისგან.ისე ჩვენში დარჩეს და თითქოს თამაში ჩააწყეს ლიონთანო თეატრი ანუ, ტიპებმა ყველანაირად ტემპი დააგდეს მაგ თამაში.

  3. წელსაც სკუდეტო ყველა ბედნიერი იქნება თუმცა ალეგრი ბაზრობს რო მარტისთვის სერიოზულ ფორმაში ვიქნებოდით იქიდან იწყება ყველაფერიო და მაგის იმედი მაქვს შეიძლება ესე წვალებით მივიდეთ და მარა გადამწყვეტ ფაზაში აბსოლიტურად შეიცვალოს ყველაფერი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.