ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა”

მასიმილიანო ალეგრიმ ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში “პესკარასთან” ჩატარებული შეხვედრა შეაფასა..

“შეხვედრის უკანასკნელი წუთებით უკმაყოფილო დავრჩი, როცა სამბურთიანი უპირატესობით იგებ, სრულად უნდა აკონტროლო მატჩი და მეტოქეს შეტევის საშუალება არ მისცე, ამ ყველაფერმა დამატებითი ენერგია დაგვახარჯინა.ახლა შეგვიძლია, სევილიასთან მატჩზე ვიფიქროთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ზაგრების დინამოსთანაც დაგვრჩა შეხვედრა.ბუფონი ? – იგი სანაკრებო შეკრებიდან ახლახან დაბრუნდა და ვიფიქრე, რომ დასვენება ურიგო არ იქნებოდა, იგივე ეხება მირალემ პიანიჩსაც, როტაციის საშუალება მაქვს და მას ხშირად მივმართავ კიდეც.გუნდმა აჩვენა, რომ სწორი განწყობით იყო მინდორზე გასული და საკმაოდ კარგად მოთამაშე პესკარას აჯობა.რაც შეეხება იგუაინს, რომელზეც პრესა ბევრს საუბრობს, მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, თამაშობდა გუნდზე და ზუსტად ასრულებდა ჩემს დავალებებს.ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს, რომა და მილანი ახლოს არიან.”

წყარო : Football Italia

8 thoughts on “ალეგრი : “გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა”

  1. ბუფონი,კიელინი და მარკიზიო არ ათამაშა გუშინ რო ბონუჩის მისცემოდა კაპიტნობის შანსი))

  2. ლიხტშტაინერი რატო გაიყვანა ვინმე მიხვდით :loool: 20წუთის გამო ათამაშა მაშინ კუადრადოს დაეყენებინა ძირითადში :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.