ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “იუვენტუსს დრო სჭირდება”


იუვენტუსის შესახებ გუნდის მესამე კაპიტანი, კლაუდიო მარკიზიო საუბრობს.

მასიმილიანო ალეგრი გახდა კრიტიკის ობიექტი, თამაშის ხარისხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მერვედ ფინალში გასვლა უკვე გაინაღდა, ამას გამოეხმაურა კლაუდიიო მარკიზიოც, :

“გუნდის სათამაშო ხარისხი ახლაც კარგია. მოთამაშეები იცვლებიან და ეს ნორმალურია, მე პირლოსთან, პოგბასთან და ვიდალთან დიდი დრო გავატარე და მათთან ერთად დიდ წარმატებასაც მივაღწიე, მაგრამ ახლა ჩემი პარტნიორები სამი ხედირა და მირალემ პიანიჩი არიან, სამი ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება თამაშებზე და მის საუკეთესო მხარეებს გვაჩვენებს, ხოლო მირალემი გუნდში მშვენივრად ჩაჯდა და თავი გოლებითაც დაგვამახსოვრა.

ერთადერთი რაც გვჭირდება შედარებით მეტი დროა, ჯერ კიდევ ნოემბერია და დარწმუნებული ვარ, უკეთესად თამაში შეგვიძლია.

გამოცდილი იტალიელი ფეხბურთელები ჩვენთვის აუცილებელია, ჩვენ შეგვიძლია მათგან ბევრი ვისწავლოთ და ეს ნიშნავს, რომ გავიგოთ იუვენტუსის მაისურის რეალური საფასური, თუ რამდენად დიდი წარმატებაა ამ მაისურით თამაში. ვამაყობ იმ მომენტით, რომ ერთ დროს როგორც ვსწავლობდი ასაკით დიდი ფეხბურთელებისგან, ახლა უკვე მე ვასწავლი ახალგაზრდებს.

ვიქნები თუ არა კაპიტანი? ვფიქრობ, კაპიტნობისთვის სამკლავური სულაც არაა საჭირო, მაშინაც კი როცა დელ პიერო გუნდს კაპიტნობდა, მას ზურგს ჯიჯი ბუფონი უმაგრებდა, სწორედ ასეა ახლაც.

როცა იუვეს მაისური მაცვია ემოციებით ვივსები, რადგან ეს მაისური ლეგენდარულ ფეხბურთელებს ეცვათ, ეს გრძნობა ყოველი მატჩის წინ მეუფლება, ვამაყობ და ბედნიერი ვარ ამით.”

წყარო : Football Italia

32 thoughts on “მარკიზიო : “იუვენტუსს დრო სჭირდება”

  1. მარკიზიო მაგარია მაგრამ სხვა მაღალი კლასის ნახევარმცველი ჭირდება გვერძე,ორი წლის წინ ისეთი ნახევარდაცვა გვყავდა მარკიზიო ზამენაზე იჯდა და ეხლა სანატრელია მარკიზიოს ფორმაში ჩაჯდომა.ხედირა ხან თამაშობს ხან ვერა,პიანიჩი ჯერ ვერაფერს აჩვენებს ისეთს და ფაქტიურად ნახევარდაცვა არ გვყავს.ესაა ჩვენი წლევანდელი გასაჭირი

  2. აუ ინტერი რა შოკია, ბერშევაა თუ რაღაც ჯანდაბა როგორ უნდა წააგო მაგასთან შინ და გარეთ :lool: :blin:

  3. სასუელოს რო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ აქ პროფესორები ეგ იყო ღადაობა :lool:

  4. ფიორეს წაგება არაფერია მაინც პირველზე გადიან. ინტერი და სასუოლო სამარცხვინო გუნდები არიან, საერთოდ უნდა აეკრძალოთ ევროტურნირებზე ასპარეზობა.

    1. აუ აქ სასუოლოზე იმნაირებს იძახდით რო რავი რაააა…. მაღალი დონის გუნდი მეგონა… :დდ

  5. იტალიური ფეხბურთი ქართული ფეხბურთივით მოკვდა და ისე როგორც ქართულ ფეხბურთს არ უჩანს მომავალი ასეა უკვე იტალიაც ვისაც გჯერათ იმისი რო ამ ქვეყნებჰი ფეხბურთი გაიღვიძებს კარგი მე უკვე ამის იმედი საერთოდ აღარ მაქ მალე ისე მივა საქმე მე მარტო იტალიაჰი იუვეს თამაჰს ვუყურებ და სხვა თამაჰი საერთოდ აღარ დამაინტერებს სამწუხაროდ და არა ამდროს ყველაზე მეტად სერა ას ვუყურებ

  6. მარკიზიო რომ მაგარი კაცია ეგ ყველამ ვიცით, მაგრააამ მე სხვა რამ მაწუხებს იტალიური კლუბების გაჭირვებულ დღეზე ვფიქრობ ნახეთ ვისთან აგებს ინტერი ,ფიორე, მართლა ჭ კლასის გუნდებთან, სანამ ჩემპიონატი არ გაძლიერდება ცოტა არაფერი გვეშველება, იუვე რაცარუნდა ძლიერი იყოს ასე ლიგაზეეე გაგვიჭირდებაა სუულ, ეგ სკუდეტო კიდევ გაგვიტრუხდა მაგრად

    1. დაგერხა სონი ან პირიქით არა სამუდამოდ იუვეს ბალეჰიკობა მოგიწია იუვეს უკვე მოგებული აქ ჩათვალე სკუდეტო და იმედია ლიგაზეც ჰორს გავფრინდებით

        1. დაგერხა იმაჰი რო უეჭველი მოიგებს მე ეს ვიგულისხმე და ამიტო მოგწერე სამუდამოდ იუვეს ბალეჰიკობა მოგიწევს მეთქი მიხარია რო გჯერა ფეხბურთის განვითარების და მომავლის ყვლა ქვეყანაჰი წარმატებები ჩვენ ყველას ერთად იუვესთან ერთად

      1. არ მინდა დავიჯერო მარა 100 პროცენტით გეთანხმები მაგრა კიდიათ ევროპა ლიგა იტალიურ გუნდებს ზოგადათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.