ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დრაქსლერს “ვოლსბურგში” პრობლემები ექმნება

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ სამიზნეს, იულიან დრაქსლერს “ვოლსბურგში” სერიოზული პრობლემები აქვს..

გერმანული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელმა მგლების ხელმძღვანელობას ღიად დაუფიქსირა გუნდიდან წასვლის სურვილი, რის გამოც, მთავარმა მწვრთნელმა იგი მიუნხენის “ბავარიასთან” მატჩისთვის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ძალიან მცირე დრო რჩება და როგორც სჩანს, მანამდე დრაქსლერის აგენტი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვით დაკავდება.

კალჩომერკატოს მტკიცებით, მთავარი ფავორიტები გერმანელის გასაფორმებლად “არსენალი” და “პსჟ” არიან, თუმცა იტალიური გამოცემა არ გამორიცხავს, რომ იულიანისთვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსიც” ჩაერთოს.შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე მაროტა ჯერ კიდევ “შალკეში” მოთამაშე დრაქსლერის გადმობირებასთან ახლოს იყო, თუმცა მაშინ, ნახევარმცველმა სამშობლოში დარჩენა და “ვოლსბურგში” გადასვლა ამჯობინა.

მასიმილიანო ალეგრის დრაქსლერი განსაკუთრებით იმიტომ ესიმპატიურება, რომ მას 4-3-1-2 სქემაში შეუძლია ტრეკუარტისტად ასპარეზობა.

წყარო : Football Italia

7 thoughts on “დრაქსლერს “ვოლსბურგში” პრობლემები ექმნება

  1. ეს კი იყო,რომ ამბობდა ვოლფსბურგი სჯობსო,მაგრამ აქ რომ ეთანხმებოდა ზოგ-ზოგიერთი ისიც კარგად მახსოვს :blin: :blin: ,თორე ამასთან რა გინდათ,სადაც თამაშობდა იმ კლუბს არ გაუტეხა…ისე სად არიან ნეტავ ის გერმანიის ფანები აქ რომ შემოდიოდნენ იუვეს გულშემატკივრის სახელით და გერმანიის კლუბები მალე ისე იქნებიან იუვენტუსი მონაგონი იქნებაო,რომ მინიმუმ 6 გრანდი ეყოლებოდა გერმანიას,დარჩა ისევ ერთ გუნდა ჩემპიონატად როგორც იყო ოდითგან,გამოხტომები საუკუნეში ერთხელ ყველას აქვს :forza: :forza: :forza: :forza:

  2. ეს არ იყო რო ამბობდა ვოლფსბურგი ჯობია იუვესო,მაგარი პროექტი აქვთო?ნეტა რა პროექტი დაინახა ამ დებილმა კაცმა,რამდენი ტიტული დაკარგა უკვე,ორი თუ სამი და ბევრად წინ იქნებოდა როგორც ფეხბურთელი.სულ რო იხვეწებოდეს აღარ უნდა მოათრიონ :blin:

  3. ტრეკვარტისტად არა შმექვარტისტად შეუძლია თამაში. შალკეში კარი ბიჭი იყო. ჩვენებმა თუ მოინდომეს ჩვენთან წამოვა უეჭველი, თუ არადა პსჟ–ში ალბათ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.