მაროტა : “ევრას საკითხი მალე გადაწყდება, დიბალა არსად არ მიდის”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ “ბოლონიასთან” მატჩის დაწყებამდე პრესას საინტერესო ინტერვიუ მისცა..
“ევრა ჯერ კიდევ ჩვენი გუნდის წევრია, განაცხადში მისი არ შეყვანა პატრისთან მოლაპარაკებების შემდეგ გადავწყვიტეთ.მას ჩვენთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და რა თქმა უნდა, თავად უნდა გადაწყვიტოს, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას.მომავალ კვირაში მის აგენტს შევხვდებით და ყველაფერს ნათელს მოვფენთ.”
“არ ვფიქრობ, რომ მისი შემცვლელის ძებნა უნდა დავიწყოთ, ალექს სანდროს შემდეგ გვყავს გამოცდილი კვადვო ასამოა და ნიჭიერი ფედერიკო მატიელო.დიბალა ? – მის თაობაზე არანაირი წინადადება არ მიგვიღია და საერთოდ, არც გვსურს ამ თემაზე საუბარი.იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელიც პაულოს სულ მალე ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს გაუფორმებს, არ მესმის, რატომ არ უნდა იყოს იგი ბედნიერი.არგენტინელი არსად არ მიდის.”
“რინკონის ტრანსფერს რაც შეეხება, ნახევარდაცვის ხაზის შევსება გვჭირდებოდა და კარგია, რომ ტომასის დონის შუახაზელი მოვიყვანეთ.”
გუშინ მშვენივრად ითამაშა ასამოამ,თუმცა ძაან სუსტი იყო მეთოქე.გამოდგება სერია ა-ში მაინც,მარტო ძლიერებთან ათამაშებს სანდროს და გაქაჩავენ
ევრა პანჩურით უნდა გააგდონ მხოლოდ ჩემმა მაიმუნმა იცისო რო წერს რა ოხდებაო “forevra red” და #Manchesterunited ს რო წერს ყოველ მეორე სურათზე გაასხას იმ ფარჩაკ და გაპიარებულ გუნდში. იუვეს ფეხბურთელი ესე ღიად და აშკარად არ უნდა გამოხატავდეს სხვა გუნდის სიყვარულს !!! ასამოა ასითავით აჯობებს მაგას მარცხენა მცველადაც და გარემარბადაც…
დონისო ისე ამბობ, შენც არ მოგეყვანოს კროოსი შე ჩემის პოგბა!