ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იულიანო დიბალაზე, პიაცაზე , პოგბაზე და ჩემპიონთა ლიგის შანსებზე…


Juvenews.eu
-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, იულიანომ ისაუბრა მაქს ალეგრის გუნდზე, მარკო პიაცაზე, დიბალაზე, ჩემპიონთა ლიგის შანსებსა და სხვა ბევრ საინტერესო თემაზე:

მარკ იულიანო – ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსის მაისურს 9 სეზონის განმავლობაში ატარებდა(1996-2005). კოსენცაში დაბადებული ექს მცველმა ტურნელთა რიგებში 4 სკუდეტო, 3 იტალიის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

ეს იუვენტუსი თუ გასული წლების იუვე?

დიახ, მე ზუსად ეს იუვე მომწონს. ეს გუნდი არის იდეალური, რომელმაც მნიშნველოვანი ევოლუცია განიცადა. ვიმეორებ, მე ეს უფრო მომწონს. ნაკლებად ლამაზია ვიდრე წარსული წლების, თუმცა უფრო პრაქტიკული და მრისხანე. ითამაშო ამდენი თანაბარი თამაში და მოიგო ეს მარტივი არაა.

ამ საღამოს მარკო პიაცა დაბრუნდა. რას ფიქრობთ ხორვატ ფეხბურთელზე?

მე ის ძალიან მომწონს, თუმცა ვწუხვარ, რომ ტრავმების გამო მისი ხილვა ხშირად არ გვიწევს. უდიდესი ტალანტია, რომელსაც ვუსურვებ უფრო მეტი ეთამაშოს.  მის შესაძლებლობებს სულ მალე ტიფოზერიაც ნახავს.

რობერტო ბაჯო პაულო დიბალას შეხვდა. გჯერათ, რომ იუვენტუსი შეძლებს ბარსელონას და მადრიდის რეალის წნეხს გაუძლოს?

თუ ბაჯომ ამის შესახებ ისაუბრა, მე ვერაფერს დავამეტებ(იცინის). რობერტომ სიმართლე თქვა. ის საკმაოდ ახალგაზრდაა, რომელსაც ფანტასტიური გზა ელოდება. ის ბრწყინვალე გარემოშია, რათა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს. იუვენტუსი ევროპის ერთ-ერთი გრანდია. მას პირველ 4-5 გუნდშიც შევიყვანდი. დიბალა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან იუვე არის ადგილი სადაც ხალხი ჩერდება და არა მიდის.

იუვენტუსი შეცდა პოგბას გაშვებით?

როგორც იუვენტუსის ტიფოზს, მე სიამოვნებით ვნახავდი ფრანგს ტურინელთა რიგებში, რომელიც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დიდ დახმარებას გაუწევდა. ხელმძღვანელობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა და რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი იფიქრა. იუვეს პოგბას სურვილიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომელსაც მანჩესტერში დაბრუნება სურდა.

თქვენი აზრით იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე რამდენად შორს შეუძლია გასვლა?

იუვენტუსი ყოველთვის ყველა ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის იბრძვის. ეს მათი დნმ-ია, ამას ისტორიაც მოწმობს. ამ სეზონში არ გამიკვირდება, თუ იუვე დიდ წარმატებას მიაღწევს. მათ ეს შეუძლიათ.

პიანიჩმა იმედი გაგიცრუათ?

არა. ასე ნამდვილად არაა. რომ ვთქვა მე იმედგაცრუებული ვარ – ეს საკმაოდ ხმაურიანია. პიანიჩს და პოგბას არ ვადარებ. პირველი მათგანი ფინიშერი უნდა იყოს, რომელიც ფორვარდების უკან იქნება და მათ საქმეს გაუადვილებს. მეორე კი იყო მოთამაშე, რომელიც თამაშს ქმნიდა და ჰქონდა ერთი პიესა.

სწორად მოიქცა იუვენტუსი ვიტსელის ხელიდან გაშვებით?

ჩემთვის ეს სწორი გადაწყვეტილებაა. არიან ფეხბურთელები, რომელთაც ბევრად უკეთ შეუძლიათ გუნდის გაძლიერება და სიცარიელეების შევსება. მაგალითად გუნდს სჭირდება ვერატი ან იმის შენარჩუნება ვინც უკვე ჰყავს.

4 thoughts on “იულიანო დიბალაზე, პიაცაზე , პოგბაზე და ჩემპიონთა ლიგის შანსებზე…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.