იუვენტუსი – ლაციო (ფაქტები, რომელიც უნდა ვიცოდეთ)

მატჩის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება…
1. იუვენტუსი ლაციოსთან ბოლო 24 შეხვედრაა დაუმარცხებელია( 18მ. 6ფ.), რა დროშიც ტურინელებმა 44 გოლის გატანა შეძლეს (1.8 გოლი თამაშში).
2. სერია ა-ს ბოლო 5 დაპირისპირებაში, იუვე რომაელებს მშრალად უგებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე 6 შეხვედრა ზედიზედ არცერთ გუნდს არ მოუგია ერთმანეთისთვის.
3. ამ დაპირისპირებაში ბოლო 3 საშინაო შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა.იუვენტუსმა შინ ლაციოსთან ბოლოს 4-ჯერ ზედიზედ 1990 წლის თებერვალში მოიგო.
4. ბიანკონერიმ 19 შეხვედრიდან 4 დათმო, ზუსტად ისე, როგორც გასულ სეზონში.
5. იუვემ ბოლო 26 საშინაო შეხვედრა მოიგო, რაც სერია ა-ს აბსოლიტური რეკორდია. დაუმარცხებელი მატჩების რაოდენობა კი 28-ს აღწევს.
6. ტურინელებმა ბოლოს სახლში 2-ზე მეტი გოლი 2015 წლის აპრილში გაუშვეს, ფიორენტინასთან მოგებულ შეხვედრაში(3-2).
7. სან სიროზე, ინტერთან მარცხის შემდეგ, ლაციალეს ბოლო 5 გასვლითი შეხვედრა არ წაუგია(3მ.2ფ.)
8.გონსალო იგუაინმა(6 გოლი ბოლო 4 შეხვედრაში) 7 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო ლაციოს წინააღმდეგ.
9.ფელიპე ანდერსონი წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით პირველ ადგილზე იმყოფება სერია ა-ში (57).
10. ალეგრისთვის იტალიის ჩემპიონატში ეს რიგით მე-300 შეხვედრა იქნება, საიდანაც 170(57%) მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მადლობა ავტორს სტატიისთვის!!! აქტიური ხარ ამ ბოლო პერიოდში აშკარად, ჯიშკარიანიც მოგვიბრუნდა მგონი და აპა ტქვენ იცით
Namdvilad kargi da saintereso statiaa madloba kargi iqneba momavalshic tu gagrdzeldeba ratqmaunda tua shesadzlebeli
ტუტოსპორტი ყველა თამაშის წინ გვანებივრებს სტატისტიკებით , ასე რომ სავარაუდოდ აწი სულ იქნება