ნიკოლა იგუაინმა დე ლაურენტისს შეუტია
გონსალო იგუაინის ძმამ ნიკოლა იგუაინმა “ნაპოლი” “იუვენტუსის” მატჩის შემდეგ თავის თვითერზე დაწერა, რომ სიამოვნებს დე ლაურენტისის სახის ყურება როდესაც მის ძმას “ნაპოლის” კარში გოლი გააქვს.
“ძალაინ მომწონს დე ლაურენტისის სახე ყოველ ჯერზე, როდესაც გონსალო “ნაპოლის” კარში გოლს იტანს. დავტკბი მათი მარცხით. შეხვედრამდე…ჰაჰაჰა” – ასეთი შინაარსის იყო ნიკოლას მიერ გამოქვეყნებული თვითი.
ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, დე ლაურენტისმა ნიკოლა იგუაინი დაბლოკა რაზეც არგენტინელმა კიდევ ერთხელ დაწერა. “მან მე დამბლოკა! წარმოგიდგენიათ, რამდენად ჩავწვდი მის აზრებს?!”.
რასაკვირველია, “ნაპოლის” ფანებს ნიკოლას პოსტი არ გამოპარვიათ და მალევე მოიძიეს თვითი, რომელიც 2016 წლის თებერვალში იყო გამოქვეყნებული, მაშინ გონსალო ჯერ კიდევ “ნაპოლის” ღირსებას იცავდა და ტურინში მისმა გუნდმა “იუვესთან” დათმო მატჩი. ნიკოლა მაშინ წერდა: “თუ თქვენ ითამაშებთ მსაჯების გარეშე, შესაძლოა სკუდეტო მოვიგოთ. გკოცნით ყველას ფორცა “ნაპოლი”.
ჯობია მაგ ტლიკინს შეეშვათ და შედეგი დადოთ ძმებო :D გამოჩნდება იგუაინის სუპერ ფორვარდობა ბარსასთან , თვე ნახევარია გოლი არ გაუტანია გუშინ გაიტანა და ეგრევე ტლიკინი დაიწყეს, გადაყრილი 90 მილიონი , მე ტრაკე იგუანში . მოღალატეა აბა რა არის ნაპოლიში რო ხარ და იუვეს ლანძღავ სულ იმას გაიძახი რო მსაჯების გამო ვერ იგებ სკუდეტოს მერე იუვეში რო ამოყოფ უცებ თავს აბა რა ხარ . ეხლა ბონუჩიმ რო ჩუნად სამედიცინო შემოწმება გაიაროს მადრიდში და ინტერთან მოაწეროს ხელი რას იტყვით საინტეერსოა
მაშინ ისე აწყობდა ეხლა ესე აწყობს რა პრობლემაა…
ეგეც კაი ინტრიგანი ყოფილა

იგუაინი სუპერ ფორვადია