ტოლისო: “ძნელია “იუვენტუსს” უარი უთხრა
“ლიონის” ფრანგი ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო ზაფხულში კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს.
“არ ვიცი, სწორი იქნება თუ არა ვთქვა, რომ “ლიონიდან” წასვლა მინდა. მაგრამ მე მინდა გავიზარდო და უკეთესი ფეხბურთი ვითამაშო. ვნახოთ სად გავაგრძელებ ზრდას.
შემეძლო “ლიონი” გასულ სეზონში დამეტოვებინა, მაგრამ მაშინ არ ვიყავი მზად ახალი გამოწვევისთვის. ვნახოთ, რა იქნება წელს. მინდა მივიღო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემი მომავლისთვის.
“იუვენტუსს” უარი ვუთხარი თუ არა? – “იუვე” დიდებული კლუბია, ვნახოთ რა იქნება ზაფხულში. ძნელია უარი უთხრა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.
არის ლიგები რომლებიც სხვებზე უფრო მეტად მომწონს. ძალიან მომწონს ინგლისის და იტალიის ჩემპიონატები. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფორმაში მინდა ვიყო.”
წყარო:Football-italia.net
ამას მონაკოში როა ბაკაიოკო ის არ ჯობია ????
ეესეეგი გადმოხვალ ძალიან კარგი
ინგლისში თუ გადავა გახდება სტურარო ძლიერი და უტვინო იტალიაში თუ გადავა გახდება ინიესტასავით ჭკვიანი და პირლოსავით ტაქრიკარად განსწავლული და თუ დარჩება გახდება… :D