ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რანიერი:”ლიგაზე იუვეს ვქომაგობ”

ლესტერის ექს თავკაცი იტალიელი კლაუდიო რანიერი ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ტურინულ გუნდს ქომაგობს:

“ვფიქრობ, რომ მადრიდელები მთავარი ფავორიტები არიან, მაგრამ ატლეტიკოსთან და მონაკოსთან კონცენტრირების გარეშე ასპარეზობა დაუშვებელია.

იუვემ ბრწყინვალედ განვლო უკანასკნელი წლები, როდესაც სწორი მიდგომით მიდიოდა სეზონიდან სეზონამდე.. ამისათვის ხელმძღვანელობა გამორჩეულ აპლოდისმენტებს იმსახურებს!

როგორც იტალიელი ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსს ვუქომაგებ..

ტურინელები ცივსისხლიანად და საოცრად მიზანდასახულად მოქმედებენ, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია.

აუცილებელია, რომ კლუბი გადამწყვეტ შეხვედრებს საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში შეხვდეს.. ამასთანავე არანაკლებ საჭიროა შენარჩუნდეს ერთმანეთისთვის ყველაფრის გაღება, რამაც ბიანკონერის საოცარი შედეგი მოუტანა”.

16 thoughts on “რანიერი:”ლიგაზე იუვეს ვქომაგობ”

  1. რატო აგინებთ ახლა ამ კაცს, ჯიგარია რანიერი გბალეშიკობთო კაცმა, საგინებელი რა თქვა. ბევრი უცნაურობები ხდება ამქვეყანაზე

  2. VIKING

    რანიერის წასვლა გასახდელში არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია.. დელ პიეროსთან და კამპანიასთან ურთიერთობა აეწეწა და მაგას შეეწირა.

      1. კარგად მახსოვს ეგ ავბედითი დღე )) მაგრამ ანიელი როგორც კი ბაზაზე გამოჩნდა თითქოს შვებით ამოვისუნთქე )) მერე მოყვა მაროტა/პარატიჩი ) ერთი სეზონი დაჭIრდათ, რომ გარკვეოდნენ სიტუაციაში და ახლა.. :juvee:

    1. ევროსპორტ 1 ძმა უეჭველი ვიცი და ჰეიძლება მეორე არხმა უჩვენოს როგორ ველოდები პროსტა იცი მარა სიმართლე გითხრა აწინ სულ ერთია ვინ იქნება უხოპლანეტელები გავაგდეთ და უკვე წესით ყველას მჰვიდად უნდა გავცდეთ და ავიღოთ ბოლოს და ბოლოს ნანატრი ლიგა წარმატებები

      1. გაიხარე მეგობარო,მადლობა.ხო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება.მარა ფინალში რო ვითამაშებთ უეჭველი ვიცი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  3. ტრეკუარტისტად დიბალაზე უკეთესს ვერ მოიყვანენ. ამ პოზიციაზე შესანიშნავად თამაშობს.პოგბას წასვლაზე ვინც ტიროდა დარწმუნდა რომ სწორი ნაბიჯი იყო მისი გაყიდვა. :forza :juvee: :

  4. ისე რანიერის არ აცალეს, თორე კარგად უძღვებოდა თავის საქმეს იუვეში. მე-2 ადგილი დაუწუნეს ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფ გუნდს და მერე ლიგის საგზურიც სანატრელი გახდა.

    თუმცა ვინ იცის, შეიძლება მაშინდელი “ურმის გადაბრუნებამ” უკეთესად გამოაჩინა სწორი გზა…

  5. გახსოვთ ოსკარი, რომელიც ალეგრის ოცნება იყო ტრეკვარტისტად. 2 წელი იხვეწებოდა, მაგრამ მაროტამ ყური არ შეიბერტყა, დაანებე თავი ამ ერთ ფეხბურთელზე მორგებულ სქემაზე ფიქრს და რამე სხვა მოიფიქრე, რომელიც იუვეს ხასიათს ერგება და გუნდს მონოლითურს გახდისო :))
    ალეგრიმ ბევრი იფიქრა, იფიქრა და 4-2-3-1 -ზე ჩამოყალიბდა, რომელიც იდეალურად მოერგო ახალ გუნდს.
    მაროტამ ექსცენტრიკული პოგბა და ზეტემპერამენტული ვიდალი გაუყიდა და ინტელექტუალი ხედირა და პიანიჩი მოუყვანა, ეგენი უფრო კარგად გაგიგებენ და კლასით არაფრით ჩამოუვარდებიანო.
    ბევრი ეჭვები გააჩინა მაროტას ასეთმა ნაბიჯებმა, რაც უფრო გაამძაფრა “გადაბერებული” ალვეშის ჩამოყვანამ და “ღიპიან” იგუაინში გადახდილმა 90 მილიონმა… მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ყველა იდეალურად მოერგო გუნდს და შეუცვლელი ფიგურები გახდნენ თავის პოზიციაში.
    მოკლედ, ალეგრიც გამოზარდა ბრუციანმა და სწორ გზაზე დააყენა :)) ტაქტიკის გენიოსმა ალეგრიმ კი შეუჩერებელი გუნდი მოამზადა, მთავარი ოცნების – ჩემპიონთა თასის შტურმით ასაღებად.
    ველოდებით მომდევნო მსხვერპლს… :))
    და მაინც, რაის ოსკარი გინდოდა ალეგრი?!

    1. მართალს წერ ძმა მაროტას ბევრი ვაგინებთ მაგრამ გენიოსია ფაქტია რა გუნდი შეკრეს <3 <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.