ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნეტო ვალენსიას უახლოვდება

შესნი ტურინულ რადარზე…

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსის ბრაზილიელი მეკარე ნეტო, შესაძლოა სულ მალე ესპანურ ვალენსიაში ვიხილოთ. ღამურებს პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვთ ბუფონის დუბლიორის შეძენა.

გუშინ ბრაზილიელი კიპერის აგენტი ესპანეთში იმყოფებოდა, რათა ტრანსფერის დეტალები შეეთანხმებინა. ვალენსიას გარდა ნეტოს კანდიდატურით მილანი და ნაპოლიც ინტერესდებიან.

ტურინულ პრესაში კი აქტიურად იწერება ნეტოს მომავალი შემცვლელის შესახებ, რომელიც შესაძლოა რომას ექს მეკარე ვოიცეხ შესნი გახდეს. პოლონელი რომში არენდის წესით იმყოფებოდა, ხოლო არსენალს მისი უკან დაბრუნება აღარ სურს.

5 thoughts on “ნეტო ვალენსიას უახლოვდება

  1. შესნი მგონი არუნდა იყოს ცუდი მეკარე,გამოცდილებით ნეტოსაც ჯობია სავარაუდოდ :up:

  2. ჯერ ძაძა, ახლა ნეტო. ბარემ რინკონიც წაიყვანონ რა :chuvak: ისე ძაძა რამ აყიდინათ 16-ად. მაინც რამდენს ნიშნავს გუნდის პოპულარობა და სიძლიერე :chuvak: მილანის ფეხბურთელი რო ყოფილიყო ძაძა 8 მილიონზე მეტს არავინ გადაიხდიდა.

    1. ახლა მივხვდი მე რატომ მოიყვანეს რინკონი,ვინმეს თანხის დამატების პონტში რომ შეტენონ :)

      1. ძაძათიც საკმაოდ დიდი ფული გააკეთა მაროტამ და ახლა ნეტოთი აპირებს 10 ლიმონის გამომუშავებას. ისე მეეჭვება რინკონის გაყიდვითაც ფული გაკეთდეს :blin: მაქსიმუმ რამდენიმე ლიმონი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.