ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი ხიმენესის აგენტს შეხვდა

ტუტომერკატო ბიანკონერების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს..

იტალიური გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ფაბიო პარატიჩი მადრიდის “ატლეტიკოს” ცენტრალური მცველის, ხოსე ხიმენესის აგენტს შეხვდა.ბიანკონერები ლეონარდო ბონუჩის შემცვლელს ეძებენ და არაა გამორიცხული, ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ურუგვაელს განიხილავდნენ.

22 წლის მცველს მადრიდელებთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება, გახანგრძლივების თაობაზე კი ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

წყარო : Tuttojuve

8 thoughts on “პარატიჩი ხიმენესის აგენტს შეხვდა

  1. ვერ ვხვდები რუგანისთვის შანსის მიცემა რატომ არის რისკი. მითუმეტეს 4 მცველიან ტაქტიკაში სერია-ა-ს გაქაჩავს უპრობლემოდ. ლიგისთვის კიდე ბარძალი გვყავს მგელზე მგელი, + ბენატია

  2. ჩემი აზრით რუგანის ნდობა არანაირი რისკი არაა,ჩვენი “სუპერ “მწვრთნელი არ ენდობა თორემ კიელინის გარდა ყველა მცველს მირჩევნია იტალიაში

  3. ლა ლიგის დონეზე კაი მცველი ჩანს, მაგრამ მცველი ვიცი მე იტალიელი (ან იტალიაში გამოცდილი)! თუ გინდათ დამცინეთ, მაგრამ მანოლასიც მირჩევნია და დე ვრეიც! ყველაზე სწორი იქნება გავრისკოთ და რუგანის ვენდოთ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.