ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “იუვენტუსი კვლავ ფავორიტად რჩება”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა კაპიტანმა, ალესანდრო დელ პიერომ საინტერესო ინტერვიუ კორიერე დელა სერას მისცა..

“იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატში მთავარ ფავორიტად რჩება, დამიჯერეთ.ბოლო წლებში ნათლად სჩანდა, რომ სხვაობა ბებერ ქალბატონსა და სხვა გუნდებს შორის სერიოზული იყო, სუპერთასმა შესაძლოა რაღაც ეჭვები გააჩინა, თუმცა ტურინელებზე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს.გახსოვთ ალეგრის გუნდის საშინელი სტარტი ორი წლის წინ ? – ფეხბურთელებმა საკუთარ თავში დამატებითი მოტივაცია იპოვეს და დარჩენილი სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარეს.როცა ზედიზედ ექვსჯერ იგებ ტიტულს, მოტივაციის პრობლემები მართლაც იქმნება, მით უმეტეს კარდიფში მარცხმა ყველას დაწყვიტა გული.”

“ბონუჩი ? – ის უდიდესი მოთამაშეა, იუვემ მას ბევრი მისცა და პირიქით, ლეომ ბევრი რამ გააკეთა ტურინისთვის.მისგან ასეთ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.ისტორიამ გვასწავლა, რომ იუვეს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა და შემდეგ მისი სათანადოდ შეცვლა შეუძლია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გუნდი არ დასუსტდება.ბიანკონერებს კონკურენციას ნაპოლი გაუწევს, ისინი სატრანსფერო ბაზარზე ჭკვიანურ სვლებს აკეთებენ, თან შეთამაშებული გუნდი ჰყავთ.დარწმუნებული ვარ, მაურისიო სარის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიაღწევს.”

“დიბალა ? – ვფიქრობ, პირველივე მატჩში ათიანით მან აჩვენა, რომ ამ მაისურით ბევრის მიღწევა შეუძლია.ზიდანი – ზიზუმ კარგად იცის, როგორ მართოს ჩემპიონების გუნდი, მისგან ასეთი წარმატება ნამდვილად არ მიკვირს.იგი იმაზე ადრე ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, ვიდრე ჩვეულებრივი გულშემატკივარი, უმაღლესი დონის სპეციალისტია.ნეიმარი ? – ბრაზილიელი ნბა -ს მოთამაშე რომ ყოფილიყო, ეს ციფრები არავის გაუკვირდებოდა, ფეხბურთში კი ასეთი რამეები იშვიათია.”

წყარო : Football Italia

13 thoughts on “დელ პიერო : “იუვენტუსი კვლავ ფავორიტად რჩება”

  1. ბონუჩიზე ისიც თქვა, რომ იუვეს ისტორია გვეუბნება, საკვანძო ფიგურის დაკარგვა, საუკეთესოც რო იყოს გუნდში, გუნდს ვერ დაასუსტებს, როცა ფუნდამენტი მყარია. იუვეს ფუნდამენტი კი ძალიან მყარია…

  2. იგი იმაზე ადრე ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, ვიდრე ჩვეულებრივი გულშემატკივარირამდენი ხანია ვიძახი ამას :lool:
    ალეგრი კიდე მაშინ ცვლის რამეს როცა მთელი საფეხბურთო ევროპა დარწმუნდება რო ბენატია და ხედირა ფეხბურთის აზრზე არ არიან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.