ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვე” და “ბარსა” დღეს გომეშის თაობაზე შეხვდებიან

ტურინის “იუვენტუსის” და “ბარსელონას” ხელმძღვანელები დღეს მონტე კარლოში ერთმანეთს შეხვდებიან და ანდრე გომეშის შესაძლო ტრანსფერზე წამოიწყებენ მოლაპარაკებებს..

ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელ ნახევარმცველს კამპ ნოუს დატოვება სურს და ერთ-ერთ ვარიანტად მისი აგენტი სწორედ ბებერ ქალბატონს განიხილავს.საქმე იმაშია, რომ ჯუზეპე მაროტას “ვალენსიას” ექს-მოთამაშის დამატება ორ წლიანი არენდის წესით სურს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით, ბლაუგრანას ხელმძღვანელობის პასუხი კი ამ მოთხოვნაზე ჯერ-ჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დღეს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართება და შესაბამისად, ტურნირზე მონაწილე 32 გუნდის წარმომადგენელი თავს სწორედ მონტე კარლოში მოიყრის.

წყარო : Football Italia

73 thoughts on ““იუვე” და “ბარსა” დღეს გომეშის თაობაზე შეხვდებიან

  1. ძალიან ბევრი ფეხბურთელია რომელიც კლუბის შეცვლისთანავე უმატებს და პროგრესირებს, არაა გამორიცხული ნებისმიერ გუნდში გადასვლამ გომეშზე დადებითად იმოქმედოს ))

  2. გომეშს როგორ იწუნებთ მართლა არ მესმის მითუმეტეს ამ ახევარმცველების პირობებში. ბურთთან ყველა ისეთი უხეშია რავი . ამ კაცს მიკრული აქვს ეხზე პასი დარტყა დრიბლინგი ბურტის ამოტანა მოკლე პასი . ნახევარდაცვასი ყველა პოზიციაზე თამაშობს ახალგაზრდაა ათლეტურია სწრაფია . ვინ გინდათ აბა თქვან? კროსი? მოდრიჩი? ვერ იყიდიან მაგათ და ეს საუკეთესო ვარიანტია ჩემი აზრით იუვეში სადაც არავის ჩრდილქვეშ არიქნება მაგრა მოუმატებს. უბრალოდ ეს პანიკა ტყუილაა ატეხილი ამას ესე არ გაყიდის ბარსელონა ძაან მაგარი ნახევარმცველია. ან ვინმემ ამაის გაფუჭებული თამაში შამახსენეთ რა დაასავა ბარსაში აბა? რა გააფუჭა? ბარსას ფანევს არ მოსწონთ იმიტო რო ჩავის და ინიესტას არიან მიჩვეულები ფაბრეგასმაც ვერ ითამაშა მანდ მაგის გამო მარა ბანძია? ნეტა ეს იყიდოს იუვემ და ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. ორივე ფეხს მაგრა ხმარობს რავი მე რასაც ვუყურებ ცოტა აგრესია აკლია და დუხით არ თამაშობს თორე ისე რავი მართლა ვერ ვხედავ რა სხვაობაა ამას და პოგბას სორის (მანჩესტერის პოგბას ვგულისხმობ)

  3. რეალისტი

    მისმინე ჯიგარო, ბერნას მე რო ვბალეშიკობდი და მის იუვეში მოყვანას იუვეში მინდოდა შენ აზრზეც არ იყავი მის არსებობაზე ან სასაცილოდ არ გეყოფოდა. ვინ ხტება აქ კარგად ვხედავ მე ამას. ბერნა ჩემი ფავორიტი ტრანსფერია და იმედია სკამისთვის არაა მოყვანილი. აი ხედირას გავარტყი რა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.