ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი:”ჩემპიონთა ლიგა არა ოცნება, არამედ უკვე მთავარი მიზანი ხდება”

თუ აქამდე ლიგა ოცნების თემატიკაში გადიოდა, ახლა კონკრეტული მიზანია:

“რთული წელიწადი გველოდება, თუმცა ზუსტად ახლა არის დრო გამოვიდეთ ოცნების სფეროდან და საქმეს ხელი რეალურად მოვკიდოთ.

ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა გახდეს, როგორც სკუდეტო და იტალიის თასი!

მოახლოებულ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი უნდა გახდეს თითოეულ ფრონტზე დომინირება და გამარჯვება.

ამ მიზნის რეალიზებისთვის მაქსმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა კარგად იციან, თუ რა უნდა მოიმოქმედონ. სეზონი იქნება ურთულესი და ემოციურად დატვირთული, შესაბამისად მის დაწყებას მოუთმენლად ველი”.

6 thoughts on “ანიელი:”ჩემპიონთა ლიგა არა ოცნება, არამედ უკვე მთავარი მიზანი ხდება”

  1. კარტის ენით რომ ვთქვათ ყველას უნდა რომ ჯოკერი შეხვდეს. სულ ორი ჯოკერია ერთი ბარსას ყავს მეორე ჩვენ მოგვივიდა. ამიტომ ვართ ფავორიტები და ჯოკერი ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ რათა ნიჟე არ გავუშვათ.

  2. და რატო იქამდე არ იყო მიზანი რო ?
    მაგარი გუნდი რომც არ გყავდეს არასდროს არ უნდა თქვა ჯერ სერია და შემდეგ სხვა დანარჩენი.ამათი ეს ვითომ თავდამბლობა ძაან ნერვებს მიშლის რა.

  3. პსჟმ ტილო კერერი იყიდა 37 მილიონადო,21 წლის შალკეს მცველი,ფეარ ფლეი როგორ მოაყომარეს ვერ მივხვდი )) ვინმე გაყიდეს და გამომრჩა ? ))

  4. ლიგა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი კი 3 სეზონი თუ რატომ ეს ჩემზე კარგად იცი დაიდიოს ლიგის თასი იუვეს ტიტულებთან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.