ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი:”დიბალა იუვეს იანვარშივე დატოვებს”

მაურისიო ძამპარინის განცხადებით პაულო დიბალა გუნდს იანვარშივე დატოვებს:

“თითოეულ იმ შეხვედრაში, სადაც დიბალა სკამზე რჩება უბრალოდ ტირილი მინდება.. მას პრობლემები უშუალოდ ალეგრის გამო აქვს..

უმჯობესია მაქსი პალერმოში ჩამოვიდეს და სკუდეტო ჩვენთან ერთად მოიგოს, რადგან იუვენტუსსთან ერთად იყო ფენომენი ეს არის ძალზედ იოლი საქმე.

მახსოვს 2 წლის წინ როგორ გავუგზავნე მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც იტალიის დატოვებას და კარიერის ესპანეთში გაგრძელებას ვურჩევდი..

ფაქტია, მისთვის ესპანეთი იდეალური ვარიანტია, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენდა.

იუვეში უამრავი ჩემპიონია ახლა და ბუნებრივია ყოველ მათგანს მინდორზე ვერ ვიხილავთ.. თუმცა, მაინც ძალიან სამწუხაროა როდესაც ასეთი ფენომენი რჩება სათადარიგოთა სკამზე

პაულო იანვარშივე დატოვებს აპენინებს, რადგან ტურინს მის სანაცვლოდ 120 მილიონის გამომუშავება სურს.. დიბალას კი თავის მხრივ შეთავაზებები ესპანეთიდან და ინგლისიდან გააჩნია”.

7 thoughts on “ძამპარინი:”დიბალა იუვეს იანვარშივე დატოვებს”

  1. იანვირში დატოვებს არა კარგი ელოდე მერამდენი იანვარი მოვა დაითვალე გაერთობები მეც შენთან ერთად დველოდები როდის გამართლდება შენი ვარაუდი თუ საერთოდ მოხდა

  2. ვერ გაამართლათქო ამასაც ვერ ვიტყვი მაგრამ უფრო დიდი იმედი რომ მყარდებოდა მასზე ცხადია. იქნებ რონალდოსგან მაინც ისწავლოს რამე მაგრამა წი მეეჭვება ,ნათლად ცანს რომ დიბალას გარეში გუნდი უფრო სწრაფი და პროდუქტულია

    1. რეალისტ შენ გგონია რომ იუვე დიბალას გარეშე შეტევაში უფრო სწრაფი და პროდუქტიულია? ზონებს შორის კავშირის დამყარება რომ უჭირს იუვეს მაგას ვერ ხედავ? ყველას გაყიდვაზე შეიძლება ფიქრი დიბალას გარდა

      1. ბერბა ზონებს შორის გაცილებით პროდუქტიულია. მაგრამ დიბალას გაყიდვა არის აბსურდი, ჯერ ეხლა დაიწყო სეზონი რაის კრიზისზეა ლაპარაკი ცოტაც მოვითმინოთ და ნახავთ დიბალა რონის შეუჩერებელ დუეტს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.