კიელინი მაროტაზე, რონალდუზე და იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე
ჯორჯო კიელინის ლა სტამპას ჟურნალისტი დაუკავშირდა:
“რონალდუ? ის ფენომენალურია! ის ფაქტი რომ 33 წლის ასაკში მყოფს კვლავ სურს დიდი გამოწვევები, მის უდიდეს პროფესიონალიზმზე მიუთითებს.
კრიშტიანოსთან ერთად ყოფნა ძალზედ სასიამოვნოა.. მის სახეზე მუდამ ღიმილია და საწვრთნელი სესია პოზიტიურ ვითარებაში მიმდინარეობს.
დაუმარცხებელია თუ არა იუვენტუსი? მერწმუნეთ ეს ასე არ არის.. ბარსელონასთან და რეალთან დაპირისპირებისას ეს კარგად გამოჩნდა.. ეს იყო კარგი გაკვეთილი.. საკუთარი ძალები იმაზე მეტად არ უნდა შეაფასო, რაც რეალურია..
სკუდეტოსთვის ბრძოლა უკანასკნელ ტურამდე გაგრძელდება, რადგან ჩვენი კონკურენტები ინტერი და ნაპოლი მზად არიან ბრძოლისთვის. რომა წელს ახალგაზრდული შემადგენლობით არის და ვფიქრობ მათი მიზანი უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა გახლავთ.
იგუაინს ტურინში გამორჩეულად აფასებენ.. ეს არის ფორვარდი რომელიც მზად იყო გუნდის გამო საკუთარი ინტერესები გვერდით გადაედო.. იგი უნიკალურია და მისნაირი შრომისმოყვარე ფორვარდი იშვიათია.
პიატეკი გასაოცარი თავდამსხმელია.. პოგბა? სიამოვნებით ვიხილავთ!
მაროტა? ეს არის იდეალური მენეჯერი რომელიც საქმეს საუცხოოდ გაუძღვება იქ სადაც გადაწყვეტს წასვლას. არავინ მინახავს ვინც მასსზე ცუდს იტყოდა.. ბუნებრივია ბეპეს წასვლა მოულოდნელი ამბავია”.
მანიუდან ან მარსიალი,ან სანჩესი ან ლუკაკუ დანარჩენი ხრამში :დდ
რა ლუკაკუ ))) პირველი ეგ უნდა ჩააგდო და სანჩესი ჩააყოლო ეგრევე ))
De shilios gaagdet iuvedan
ალეგრის პრესკონფერენცია იყო დღეს და რაო იმ კაცმა არაფერი გსმენიათ?
რაშფორდი “იუვეში” 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ
დღეს, 09:41
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევით, მარკუს რაშფორდით ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა დაინტერესდა.
როგორც The Sun იუწყება, იტალიური კლუბი მზადაა 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმობროს ინგლისელი ტალანტი.
აღსანიშნავია, რომ რაშფორდი „წითელ ეშმაკებში“ სრულ სათამაშო დროს ვერ იღებს, მიუხედავად ამისა, მაინც უკმაყოფილოა. არც მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთ აქვს კარგ ურთიერთობა.
წყაროს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა “იუვენტუსთან” მოლაპარაკებებს საწარმოებლად.
რაშფორდი არა სმოლინგი კიდე)) ან მაგის ტალანტობა არ გაიშვა))
დაასვენოს ხალხი ჯენოასთან და ის შავ..კა უნდა ვატიროთ თავის “სახლში”)
რა ჭკვიანია კიელო და რა ხისტია მოედანზე,რაც დრო გადის ბევრად მეტად ვაფასებ ,ეფოქალური მცველია ჩემთვის