ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრობლემები ტორინოს წინ..

ალეგრისთვის გუშინდელი მარცხი, იმდენად პრობლემატური არ იყო, როგორც საკადრო პრობლემები რომელსაც ტორინოს წინ წააწყდა:

ხელოვნურ საფარიან მოედანზე თამაში და მითუმეტეს მსგავს კლიმატურ პირობებში, რომელშიც გუშინ ტურინელებს ასპარეზობა მოუწიათ, იოლი არავისთვის არის..

გუშინდელ შეხვედრაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კუადრადომ ფეხი აიტკივა.. სამედიცინო პერსონალმა თითქოს დაუცხრო ტკივილი კოლუმბიელს და მანაც სცადა თამაშის გაგრძელება.. თუმცა, მალევე ჩამოყარა ხელები, რადგან ტკივილი გაძლიერდა..

მისი მდგომარეობა დღეს ან ხვალ შეფასდება, თუმცა უკვე აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოდ რომ ტოროსთან ალეგრის მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.. ამას დავამატოთ ინფორმაცია, რომელიც კანსელუზე გავრცელდა.. პორტუგალიელს გუშინ კუნთის არეში მცირედი დისკომფორტი ჰქონდა და ამიტომ არ გადაწყვიტა მისი მოედანზე შეყვანა მაქსმა.. იასპარეზებს თუ არა ტოროსთან ჯერჯერობით უცნობია..

სხვა მხრივ საგულისხმოა სანდროს დაბრუნება.. ბრაზილიელი გუშინ მოედანზე შევიდა და როგორც ჩანს კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, ისევე როგორც ემრე ჯანი.

2 thoughts on “პრობლემები ტორინოს წინ..

  1. მთავარია დიბალა იყოს თავიდანვე მანძუკიჩი ალბათ უნდა დაასვენოს კოშტა ან ბერნარდესკი სასტარტოდან დაიწყებს დიდი ალბათობით ეს უფრო ბრაზილიელი იქნება მეორე ფორვარდად პაულო ძალიან მაგარია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.