ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:

პერინი – 6 – პირველ ტაიმში ორი რთული ბურთი მოიგერია და იუვე თამაში დატოვა. მეორე ტაიმში უძლურია სტურაროს და პანდევის დარტყმულებზე.. ზოგიერთი პირველ ბურთში მას ადანაშაულებს.

კასერესი – 5 – საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა როგორც პოზიციურად, ასევე ერთი-ერთზე თამაშის დროსაც..

ბონუჩი – 6 – დირიჟორობდა მის წინ მყოფ ორ მცველს.. ცდილობს პარტნიორების მომარაგებას დიაგონალური გადაცემებით, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს.. დაცვაში მისი რაიმეში ასე ღიად დადანაშაულება რთულია..

რუგანი – 5 – პრობლემებს განიცდის განიცდის 1-1-ზე თამაშისას.. პანდევის ეპიზოდზე ვერაფრით ახერხებს მაკედონიელის შეჩერებას.

კანსელუ – 6 – მარცხენა ფლანგისგან განსხვავებით უფრო ენერგიულად მოქმედებს.. საგოლე გადაცემასაც კი აძლევს დიბალას რომლის გოლი ვარ-მა გააუქმა..

ემრე ჯანი – 6 – ნახევარდაცვიდან უდაოდ საუკეთესოა, მაგრამ რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს მარტო იყო დარჩენილი.. ყველაფერთან ერთად საყრდენი ზონიდან ოდნავ წინ მოქმედებდა, სადაც მისი მაინც და მაინც კომფორტული ზონა არ არის..

პიანიჩი – 5.5 – არცთუ იდეალური დღე ბოსნიელი შუახაზელისთვის.. ცდილობდა პირველ ტაიმში დიბალასთან კომბინირებას, მაგრამ უშედეგოდ.. მეორე ტაიმში მეტოქის პრესინგის ქვეშ საერთოდ აორთქლდა.

ბენტაკური – 5 – იწყებს ნორმალურად, მაგრამ ეტაპობრივად აგდებს ტემპს.. აგებს ორთაბრძოლებს და აკეთებს არაზუსტ გადაცემებს.. ართმევებზეც არაეფექტურად მოქმედებს..

სპინაცოლა – 78 წუთიდან – შეფასების გარეშეა რადგან 12 წუთში რთულია რაიმეს ჩვენება მოასწრო.. მაგრამ ფაქტია კარგ ფორმაშია და ჯობდა სასტარტოში გამოჩენილიყო.

მანჯუკიჩი – 5 – ხორვატი აშკარად არ არის ფორმაში.. 3-5-2-ში მისი ფორვარდის პოზიციაზე გადაწევამაც არ გამოიღო შედეგი..

კინი – 74 წუთიდან – შეფასების გარეშე იმავე მიზეზით როგორც სპინაცოლა.. თუმცა ამ ორის თამაშის წყურვილიდან გამომდინარე, მსგავსად ლეონარდოსი მოიზესიც კარგი იქნებოდა თუ შეხვედრას სასტარტოში დაიწყებდა.

დიბალა – 6 – შეიძლება მატჩის გმირიც კი ყოფილიყო, რომ არა ვარ-ის ტექნოლოგია.. სწორედ მან გააუქმა არგენტინელის მიერ გატანილი გოლი. სხვა მხრივ ეს ის შეხვედრა იყო, სადაც არგენტინელი გუნდს უნდა დახმარებოდა და გუნდსაც ეფექტური ასპარეზობა მართებდა.. სამწუხაროდ დავალებას თავი ვერცერთმა ვერ გაართვა.

2 thoughts on “ფეხბურთელების შეფასებები

  1. არვიცი ვინ დავადანაშაულო მარა 2174 ლარს ვიგებდი და 0.5ზე მეტი გოლი მეწერა იუვესი ყველაზე პატარა კუშიანი , ლივერპულის მოგება და იგებს ეგ უკვე და ალეგრი თუ ვინც ხარ შენი არასწორი ქვეშაჯვია დ.. კურდღელია გიჟი მაქსი კიარა

  2. “მაესტროს “ შეგასება?ვხუმრობ,მოსალოდნელი იყო.მკიდია სერიალი,მთავარი ვიცით რაც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.