ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონი:”ვალდებულები ვართ წესებს დავემორჩილოთ”

ჯანლუიჯი ბუფონი

ჯანლუიჯი ბუფონი ისევე როგორც მისი თანაგუნდელები იზოლირებულები არიან. 

ჯიჯი ახლა შინ საკუთარ ოჯახთან ერთად იმყოფება:

“პირველი ორი დღე რთული აღმოჩნდა, მაგრამ ადამიანები ნებისმიერ სიტუაციას ვუმკლავდებით და ადაპტაციას მალევე გავდივართ.

სამზარეულოში ყოველთვის იპოვით თინუს სპეციალური სოუსით, ასე რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს. 

იუვენტუსში დაბრუნება ჩვეულებრივი პროცესი იყო, რადგან აქედან თითქოს არც წავსულვარ.. ფიქრებით ყოველთვის გუნდთთან ერთად ვიყავი. 

4-5-6 წლის რომ ვიყავი, გაგიკვირდებათ და ჩემი კუმირი ჯოვანი ტრაპატონი იყო.. იუვენტუს აქტიურად ვქომაგობდი, ხოლო მწვრთნელი ჟესტები და მისი ემოციური მოქმედებები არასდროს დამავიწყდება.

ინტერში როდესაც გადავიდა ბევრს ვფიქრობდი მექომაგა თუ არა.. იყო მცირეოდენი თანაგრძნობა, თუმცა მეტი არაფერი.. 

ამის შემდგომ უკვე მოკრძალებულ კლუბებს ვგულშემატკივრობდი.. კომოს, აველინოს და ასე შემდეგ.

არსებული სიტუაცია პირადად ჩემთვის კომფორტულია.. საკუთარი სახლი ბაღით.. სიმშვიდეში ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა.. 

გაცილებით რთულ ვითარებაშია ის, ვინც საცხოვრებელ კომპლექსებში იმყოფებიან, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ ვალდებულები ვართ წესებს დავემორჩილოთ.

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ დღეებში ტურინში მდებარე სახლის ფანჯრების გახსნისას სუფთა ჰაერს სუნთქავ.. გრჩება დრო რომ წაიკითხო.. ასეთი რამეები ადამიანებს გვაერთიანებს და უკეთესისკენ გვიბიძგებს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x