მინო რაიოლა პოგბაზე, იბრაზე და დე ლიხტზე საუბრობს
მინო რაიოლა
მინო რაიოლა ინგლისში ბევრმა გააკრიტიკა იმ კომენტარის გამო, რომელიც მან ცოტახნისწინ გააკეთა პოლ პოგბასთან მიმართებაში.
Golden Boy -ს დაჯილდოებაზე, ანდრეა ანიელისთან ერთად მინო რაიოლაც იმყოფებოდა, რომელმაც ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა:
“მატეის დე ლიხტთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება უკვე გაგაცანით.. ეს არის უნიკალური მოთამაშე, რომელიც დაბადებულია იყოს ლიდერი!
მშვენივრად საუბრობს იტალიურად და ყველანაირი ადაპტაციის პერიოდი უკან აქვს მოტოვებული.
იგი არის გულწრფელი მაშინაც კი, როდესაც საკუთარ თავს აკრიტიკებს.. ასე რომ საქმე უდაოდ განსაკუთრებულ პიროვნებასთან გვაქვს, რომელიც უზომოდ შრომისმოყვარეა.

ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული თავგადასავალი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად მქონდა. შვედი გენიალურია და მის ასაკში ბევრი უსაზღვროდ დაღლილი ასრულებს კარიერას.. იმდენად გადაღლილები იყვნენ, რომ მათი ყურება მიჭირდა კიდეც..
ფაქტია, იბრას ამერიკაში წაყვანა უდიდესი შეცდომა იყო. დროის ფუჭი კარგვა და მეტი არაფერი..
გარკვეულწილად მიმაჩნია, რომ წლების შემდეგ ზლატანი უეფას პრეზიდენტი გახდება და ფეხბურთში დიდ ცვლილებებს დაიწყებს.

პოლ პოგბა? ინგლისში ემოციურად რეაგირებენ, როდესაც საქმე ფრანგს ეხება. თუმცა, ის რაც ვთქვი არის ჩემი პირადი მოსაზრება. ფაქტია, რომ ზაფხულში მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით და ვნახოთ რა მოხდება.
იანვარში მსგავსი მასშტაბის ტრანსფერები არ კეთდება. ამიტომაც მოგვიწევს რამდენიმე თვე მოცდა და ნახვა, რას გადაწყვეტენ მხარეები.”
momdevno sezonidan aseti iuve minda ro iyos
mekareebi: donaruma, shesni, pinsolio
mcvelebi: de ligti, demirali, kielini, luka pelegrini, dragusini, regiloni, alaba, kvadrado,
frabota, bonuchi
naxevar mcvelebi: arturi, rabio, bentankuri, makkeni, riki puchi, zaniolo, kante
portanova
tavdamsxmelebi: ronaldu, dibala, morata, kieza, kulusevski
კარგია იყოს
ეე რაიოლა ვერ ხარ