ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი: ფაქტებს ვერ გაექცევი …(7)

კალჩიოპოლი : ფაქტებს ვერ გაექცევი ( 7 )

რამეთუ ყველას სურს იყოს ექსპერტი, მოვიყვანოთ ერთი მაგალითი, რომელშიც მსაჯის შეცდომამ მოუტანა იუვეს ხეირი და რომელსაც თვლით რომ გამოდგება მტკიცებად იმისა რომ დავაბრალოთ მას არასინდისიერი მსაჯობა, მე კი მოვიყვან პირიქით მაგალითებს. არა, ეს არ არის მცდელობა იმის თქმისა რომ სხვა გუნდები აფერისტობდნენ, იუვენტუსი კი არა. ეს უბრალოდ მიუთითებს იმაზე, რომ ნებისმიერ გუნდს, რაღაც მომენტში, შესაძლოა ქონდეს ხეირი მსაჯის შეცდომისგან, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს შეცდომა არ იყოს მისთვის სასარგებლო. ასეთია თამაშის ბუნება.

1998 – ამ ცნობილ მატჩში ინტერსა და იუვენტუსს შორის, რონალდომ აბსოლიტურად სამართლიანად არ მიიღო პენალტის დარტყმის უფლება (მიუხედავად იმისა რას ამბობენ ინტერისტები, ხოლო ტარიბო ვესტმა არასამართლიანად არ მიიღო წითელი ბარათი დელ პიეროსათვის სახეში ჩარტყმისთვის.
2000 – კოლინა აძლევს სკუდეტოს ლაციოს იუვენტუსის ხარჯზე უკანასკნელ ტურში პერუჯაში.
2001 – რომა იგებს სკუდეტოს იუვეს ხარჯზე უკანასკნელ ტურში სეზონისა და აღიარებს, რომ უყიდა მსაჯებსა და მსაჯების გამანაწილებელს როლექსის საათები საჩუქრად 40 000 ევროიანები.
2002 – ინტერს გააქვს გამათანაბრებელი გოლი მას შემდეგ რაც რამოდენიმე ფეხბურთელი ინტერისა დაეცა თავზე ბუფონს და არ მისცა საშუალება მას თავისუფლად გადაადგილებისა თავის საჯარიმოში, წესების მიხედვით. კოლინამ ჩათვალა გოლი…
2003 – ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პენალტების სერიაში იუვეს წინააღმდეგ, დიდა მუდმივად გამოდიოდა კარის ხაზიდან
2003 – კოლინა ნიშნავს სკანდალურ პენლატს მილანის სასარგებლოდ სუპერ თასზე იტალიისა იუვენტუსის წინააღმდეგ.
2004 – ამ წელს დამყარდა რეკორდი ყველაზე ცუდი მსაჯობისა ისტორიაში (შეცდომების მიხედვით), დამოუკიდებელი ასოციაციის მტკიცებით. მილანი კი გახდა ჩემპიონი ამ წელს.
2004 – კანონიერი გოლი ლაციოსი (კორადი) მილანის წინააღმდეგ არ ჩაითვალა
2004 -ბოლონიას წინააღმდეგ მატჩში, შეუმჩნეველი დარჩა ნესტას ხელით თამაში თავის საჯარიმოში.
2004 – 2 დამსახურებული წითელი ბარათი ლაციოსათვის იგნორირებულ იქნა რეფერის მიერ, იტალიის თასის ფინალში იუვენტუსის წინააღმდეგ, რომელსაც იუვენტუსი იგებდა 2:0-ს. საბოლოოდ კი ლაციომ გაათანაბრა ანგარიში და მოიგო თასი 2 მატჩის ჯამში.
2005 -1/2 ფინალში იტალიის თასისა ინტერს გააქვს 2 გოლი კალიარისათვის, ხოლო მეკარე კარინი იჭერს ბურთს ხელებით საჯარიმო მოედნის გარეთ და იღებს მხოლოდ ყვითელ ბარათს წითლის მაგივრად.
2005 – აიმო დიანას გააქვს გოლი იუვეს კარში ოფსაიდიდან. გოლი ჩათვლილია.
2005 – რეჯინა უგებს იუვენტუსს არასამართლიანად არჩათვლილი გოლის წყალობით და არასამართლიანად არ დანიშნული პენალტის დახმარებით.
2005 – იტალიის სუპერთასზე ინტერის წინააღმდეგ რეფერიმ არასამართლიანად არ ჩათვალა ტრეზეგეს გოლი (ჩათვალა რომ გოლი გავიდა თამაშგარედან), ინტერი იგებს ტროფეის.
2005 – მატერაცი ჯარიმდება იბრაჰიმოვიჩზე და იმსახურებს წითელ ბარათს, რეფერი იგნორირებას აკეთებს.
2005 – ინძაგი ურტყავს ტურამს უკნიდან და არ იღებს არანაირ ბარათს.
2005 – შევჩენკო არტყავს თავს მატერაცის ¼ ფინალში ჩემპიონთა ლიგისა და არ იღებს წითელ ბარათს.
2006 – სამუელი აგრეთვე ჯარიმდება იბრაჰიმოვიჩზე და იმსახურებს წითელ ბარათს და აგრეთვე ხდება იგნორირება.
ლივერპული აგდებს იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგიდან, მას შემდეგ რაც კანონიერი გოლი დელ პიეროსი არ ჩაითვალა.

ინტერი ამყარებს რეკორდს, მის კარში ყველაზე დიდხანს არ დანიშნული პენალტის მიხედვით – 91 მატჩი.
მტკიცებულებები, მილანის მიერ ფიქსირებული მატჩებისა კამორასთან ერთად (ნეაპოლიტანური მაფია) 1988 წლისა გადაეცა არქივში სილვიო ბერლუსკონის.

კალონის ტესტი (ინტერი) სტეროიდებზე იძლევა დადებით შედეგს.

ბორიელოს ტესტი (მილანი) სტეროიდებზე იძლევა დადებით შედეგს. ზეედორფი, პანკარო და გატუზო უარს ამბობენ ტესტის ჩატარებაზე.

ტოტი არ გამოცხადდა ტესტის ჩასაბარებლად.

2005 – უდინეზე ვარდება იტალიის თასიდან, მას შემდეგ რაც რომას გააქვს ოფსაიდიდან გოლი.
2005 – თამაში მილანი-ლეჩე მსაჯი ამატებს 7(!) წუთს დამატებით დროში, რაც საშუალებას აძლევს მილანს საბოლოო ჯამში გაათანაბროს ანგარიში უკანასკნელ წუთზე დამატებული დროისა.
2006 – უდინეზე კვლავ ვარდება იტალიის თასიდან ოფსაიდიდან გაშვებული გოლის გამო. ამჯერად გოლი გაუტანა ინტერმა. გალიანი საიდუმლოდ ხვდება კოლინას დახურულ რესტორანში მეანისა. კალჩიოპოლის მოსამართლეები ამას იგნორირებას უკეთებენ.

ლეონარდო მეანი მილანიდან აშინებს ლაინსმენს ოპეის თავის გატეხვით, თუ ის არ ისწავლის დროშის ხმარებას. მოსამართლეები ამის იგნორირებასაც აკეთებენ.

კალჩიოპოლის განაჩენი ამბობს, რომ არ იყო ორგანიზებული მატჩები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იუვე დაქვეითდა მეორე ლიგაში, რამეთუ დაეკმაყოფილებინათ საზოგადოების მოთხოვნები, მოსამართლეების აზრით.

ფიქტიური წარმოება ბუღალტერიისა უნარჩუნებს ადგილს რომას, ლაციოს, მილანს, ინტერს, პარმას და სხვა კლუბებს ადგილს უმაღლეს ლიგაში. გამოძიება წავიდა არქივში.

კუფრე არტყავს ხელს დელ პიეროს სახეში რეფერის თვალწინ და… არ იღებს არანაირ ბარათს.
2007 – იაკინტას გააქვს გოლი უდინეზეს კარში, რომელიც არასამართლიანად გაუქმდა.
2007 – ნოჩერინოსა და კიელინის მოთხოვნები დაენიშნათ პენალტი არ დაკმაყოფილდა.
2007 – 3 არასამართლიანი პენალტი იუვენტუსის წინააღმდეგ კალაირისთან მატჩში, მხოლოდ ერთი შეიცვალა.
2007 – იუვენტუსმა წააგო 2 გამოგონილი პენალტის შემდეგ ნაპოლისთან.
2007 – ნედვედმა მიიღო წითელი ბარათი გენუას ფეხბურთელისთვის იდაყვის მოხვედრების გამო. გამეორებებმა აჩვენა რომ ნედვედი მას არც შეხებია. მანამდე იუვეტნუსის მწვრთნელი კ.რანიერი გააგდეს მოედნიდან პროტესტის გამოხატვის გამო.
2007 – საეჭვო პენალტი დაინიშნა იუვენტუსის წინააღმდეგ ფიორენტინასთან მატჩში.
2007 – პარმასთან მატჩში, იუვეს წინააღმდეგ, დაინიშნა კიდევ ერთი არასამართლიანი პენალტი. კანონიერი გამარჯვების გოლი იაკინტასი არ ჩაითვალა.

2007 – იგივე პარმასთან ამტჩში, ოღონდ იტალიის თასზე, იუვეს წინააღდმეგ დაინიშნა კიდევ ერთი არასამართლიანი პენალტი.
2007 – მოიხსნა რეკორდი 2004 წლისა მსაჯთა შეცდომების მიხედვით, იგივე ასოციაციის მტკიცებით. ჩემპიონი გახდა ამ მხრივ ინტერი. იუვენტუსი კი ყველაზე დასჯადი გუნდი სერია B-სი.
1922 – (ძალიან ადრე მაგრამ მაინც) ინტერი ასრულებს სეზონს უკანასკნელ ადგილზე, მაგრამ იფფ აგდებს ბოლოდან მესამე ადგილზე გასულ ვენეციას და უნარჩუნებს ადგილს ინტერს უმაღლეს დივიზიონში.
ინტერი უშვებს შემადგენლობაში ფეხბურთელს ფალსიფიცირებული პასპორტით (რეკობა) მთელ ისეზონის მანძილზე და იღებს ამისათვის მხოლოდ ჯარიმას, მიუხედავად იმისა რომ კანონით ეკუთვნოდათ ავტომატურად მარცხის ჩათვლა ანგარიშით 3:0 თითოეულ მატჩში რომელშიც მოანწილეობა მიიღო რეკობამ (სულ 29 მატჩი), რაც აუცილებლად დააქვეითებდა მათ დაბალ ლიგაში.
2007 – 9-ე ტურისათვის 07/08 წლების სეზონისა იუვენტუსის წინააღმდეგ დაინიშნა ყველაზე მეტი პენალტი.
დიახ, ბევრს შეუძლია თქვას „რატომ არ ჩამოწერე იუვენტუსის სასარგებლოდ შეცდომების სია? მზად ვარ, გეკამათო რომ ის ორჯერ მეტი იქნება!“.

შესაძლოა. და ის არ იქნება. ის იქნება გაცილებით დაბალანსებულიმ ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ეს ყოველთვის ასე იყო. გახსოვთ, რომ სწორედ იგივე ასოციაცია ADICONSUM აცხადებდა, რომ  უკანასკნელი ტიტულები ივენტუსისა ( 90-იანებიდან და შემდგომ) იყო კანონიერი. ანუ არსებობდა ბალანსი მსაჯთა შეცდომებში იუვენტუსის წინააღდმეგ და მის სასარგებლოდ დაშვებულს შორის. ისევე როგორც სხვა გუნდების შემთხვევაში.  ამასთან ერთად იგივე ასოციაცია ADICONSUM, ამბობს რომ ოქტომბერში 07/08 სეზონისა 2 პროცენტით უკვე დამყარდა წინა წლის რეკორდი რეფერის შეცდომების მიხედვით.

რამოდენიმე დეტალი ADICONSUM-ზე: ორგანიზაცია აწარმოებს სტატისტიკურ ანალიზს მომხამრებელთა ინტერესის გამო (ამ შემთხვევაში ბუკმეიკერული კანტორებისა და აქციონრებისათვის). ამ ორგანიზაციას ყოველწლიურად ქირაობს იფფ ანალიზისათვის ყველა 380 მატჩისა. ისინი იყენებენ მათ მონაცემებს მსაჯთა დონის გამოსარკვევად. ADICONSUM მუშაობს მჭიდროდ კომპანია Make Tailored Ltd.-თან, რომელიც არის სტატისტიკური კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს მათი პრობლემის გადაჭრებს. ამ შემთხვევაში ისინი იყენებენ ვიდეო გამეორებებს, მაგრამ იფფ და ლეგა კალჩიო ამის წინააღმდეგნი არიან.

სტატიის ავტორი : Ladddya

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x