ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეგროტალიე და ძამბროტა ტურინში ბრუნდებიან

შაბათს, 5 თებერვალს ტურინში, იტალიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის.ამ გუნდებში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც გარკვეული წლები მოწინააღმდეგეთა შემადგენლობაში ჩაუტარებიათ.უკანასკნელი ამ ფეხბურთელებს შორის, ნიკოლა ლეგროტალიეა.ბიანკონერიდან როსონერიში იტალიელი მცველი სულ ახლახანს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, 8 წლიანი ტურინული კარიერის შემდეგ.ტურინში ბრუნდება ჯანლუკა ძამბროტაც, რომელმაც “იუვენტუსში” 7 წელი დაჰყო, ბებერი ქალბატონიდან “ბარსელონაში”, ხოლო შემდეგ “მილანში” გადაბარგდა.არენდის წესით, სულ რაღაც 1 წელი შავ-თეთრი მაისურით თამაშობდა როსონერის კიპერი, კრისტიან აბიატიც.ტურინულ გრანდში გამოდიოდა მილანელთა მთავარი დამრტყმელი ძალა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც გუნდის დატოვება კალჩიოპოლის არეულობის შემდეგ გადაწყვიტა და მეორე მილანურ გრანდს, ინტერის მუაშურა.”მილანში” კიდევ ერთი ექს-ბიანკონერო ირიცხება, ფილიპო ინძაგი, მაგრამ ვეტერანი ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.ბებერი ქალბატონის მხრიდან, შავ-წითლებში გამოდიოდა მარკო სტორარი, რამდენად მოუწევს მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მეკარეს მოედანზე გამოსვლა, მეორე საკითხია.მილანის აღზრდილია ტურინელთა ფორვარდი, ალესანდრო მატრი.

წყარო : Tuttojuve

36 thoughts on “ლეგროტალიე და ძამბროტა ტურინში ბრუნდებიან

    1. იუვეში რაც იყო იმის ნახევარიც კი არ უთამაშია არც ბარსაში და არც მილანში.

      1. ეგეც სწორია….იუვეში რაც იყო ძამბროტა იმის მეოთხედსაც ვერ თამაშობდა ვერც ბარსაში და ვერც მილანში

  1. კალჩოპიოლის შემდეგ წასულმა ფეხბურთელებმა, ვერცერთმა ითამაშა ისე იმ დონეზე, იუვეში როგორც თამაშობდნენ (ზლატანის გარდა)

  2. გტხოვთ მიპასუხოთ რობერტო ბეტეგას რა ადგილი ეჭირა მოჯის დროს იუვეში და რა ადგილი ეჩირა ეხლა ბოლოს რო იყო და რო გაუშვეს???? და გაუშვეს თუ მისით ცავიდა ეხლა რო იყო ბოლოს დანიშნული??
    წინასწარ მადლობა

  3. TATO_KRASIC – ჩვენი საიტის პარალელურ რუსულ საიტზე შედი და იქ დევს ფოტოები.. მშენებლობის პროცესი და რამე.. სულ ახალი სურათები უნდა მოვძებნო და როგორც ვიპოვი დავდებ ; )

  4. ახლავე უნდა დაიწყონ მუშაობა რომ რამენაირად კაკა ჩაიგდონ ხელში /// მელოს თუ გაუშვებენ არსენალში დენილსონში კი ნუ გაცვლიან არამედ ფული გამოართვან მელოს შემცვლელად მასკერანო გამოდგება თან აკუილანსაც კარგად იცნობს …

  5. ხალხო რა მაინტერესებს სურათის ატვირთვა შემიძლია? კომენტარებში….ოღონდ ჩემი კომპიდან და არა ინტერნეტიდან

      1. არა ტექსტშიც რომ დავურთო…ძალიან მაგარი სურათი მაქვს და მინდა განახოთ იქნებ ვინმეს გაქვს ეს სურათი….პროსტა 1 წელია ვეძებ ინტერნეტში და ვერ ვიპოვე ვერსად…..მე რაც მაქვს ეს სურათი ვიღაცის ოდნოდან მაქვს დაკოპირებული….

      2. ერთი თხოვნა მაქვს შეგილიათ იუვეს სტადიონის მშენებლობის სურათები დადოთ და როდის აშენდება სტატია რო გააკეთოთ

  6. სტატია რომ წაიკითხოთ რა დაშავდება ხალხოო !!! 90 % შემოვა და ლეგროტალიე არ უნდაო მაროტასო და გინებას დაიწყებენ :|

  7. უი აი უიი წავიკითხეე… დარჯა ჩემი წინა კომენტი წაშალე ძმურად : DDD აი პირველად ხდება რომ ამ დიდი თამაშის მოლოდინი ცოტა მინელებული მაქვს.. ბოლო ორი მატჩიდან გამომდინარე

  8. ისე ზლატანი რა არაკაცურად მოიქცა… იმენნო ინტერში რომ გადავიდა მაშინვე…

  9. სათამაშოდო რა… იმ ღამესვე, თავ დახრილები დაახვევენ მილანში… ლეგროტალიეს ტრანსფერი კიდევ ვერ მომინელებია. წასულიყო პარმაში თუნდაც…

Leave a Reply to arseni Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.