ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლაურენტისი: “მაცარი იუვეში? გამორიცხულია!”

“იუვენტუსის” მოქმედ მთავარ მწვრთნელს ლუიჯი დელ ნერის გუნდიდან დათხოვნა ემუქრება. ამის მიზეზი გახდა წარუმატებელი მატჩების სერია “ბიანკონერის” მონაწილეობით. ტურინული მხარე იტყობინება, რომ უკვე ახალი სპეციალისტის ძიებაში არიან. განიხილებოდნენ ისეთი მწვრთნელები, როგორებიცაა ლუჩიანო სპალეტი, ანდრე ვილაშ-ბოაში, კლაუდიო ჯენტილე, ჯანლუკა ვიალი, მაგრამ ახლა ნათელი გახდა, რომ ამ კანდიდატებს 49 წლის ვალტერ მაცარიც შეუერთდება. მაცარიმ “ნაპოლი” 2009 წლის ოქტომბერში ჩაიბარა და პირველივე წელს გაიყვანა გუნდი ევროპის ლიგაზე. ამ სეზონში “ნაპოლის” წარმატებები უფრო შესამჩნევია, რამეთუ ისინი სერია A-ში მესამე ადგილს იკავებენ. მაცარის, კონტრაქტი აქვს თავის ახლანდელ გუნდთან 2013 წლამდე და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს გაუშვას სადმე.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებთ ვალტერ მაცარის! “იუვენტუსი” ვერ შეძლებს მის შეძენას 2016 წლამდე თუ მე არ გადავიფიქრებ”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

წყარო: Goal.com

8 thoughts on “დე ლაურენტისი: “მაცარი იუვეში? გამორიცხულია!”

  1. ეე ეგრე იყო ერთ დროს დელ ნერიც მაგრამ ახლა ვხედავთ მის შედეგებს,,, ერთია ცარმატებას მიაღწიო ნაპოლიში და მეორეა იუვეში,,,

  2. ჯერ ერთი ის რო გამორიცხული არაფერი არ არის.. მეორეც იის რო კარგად უნდა დავფიქრდეთ გვინდა თუ არა მაცარი მწვრთნელად.. გასაგებია დელ ნერიზე მაგრა გვინდა მარააა… რავიცი რავიციი

  3. ლაურენტისი თუ ასე გამახარებდა რას ვიფიქრებდი, მაცარი არა კვატი რა მაცარი, ეს ნერვიული ქათამი გვინდა ახლა? შიზოფრენიკებიღა გვაკლია…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.