ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტონი გამოტოვებს ჩეზენასთან მატჩს

ბიანკონერის ცენტრ ფორვარდი ლუკა ტონი , ვერ შესძლებს მონაწილეობის მიღებას სერია ა-ს მორიგ ტურში . მილანთან შეხვედრაში , იუვენტუსის ფეხბურთელმა , მარცხენა მუხლზე მიიღო დაზიანება . სამედიცინო შემოწმებამ , საგანგაშო არაფერი აღამოაჩინა , თუმცა მიუხედავად ამისა ექიმების რჩევით , მსოფლიოს  2006 წლის ჩემპიონი , არ იასპარეზებს შაბათს ჩეზენას წინააღმდეგ .

წყარო : Juventus.com

11 thoughts on “ტონი გამოტოვებს ჩეზენასთან მატჩს

  1. მე ვფიქრობ, რომ ეს ე.წ ფორვარდი უბრალოდ გუნდიდად გასაგდებია.
    მისი მსოფლიო ჩემპიონობა იუვესთვის ვერაფერი ბედენაა:…
    ხმამაღალი სახელები გვინდა??-გვყავს ალექსი და ჯიჯი ბუფონი, შემართება და მუხტი გვინდა??-გვყავს კიელინი და მელო-ახლა ჩვენ სერიოზული პროფესიონალები და რაც მთავარია ახალგაზრდები გვჭირდება, ტონი კი ჩემი მოსაზრებით უკვე ჩამქრალი და უპერსპექტივო ბალასტია….
    ხო მართლა, გუშინ წავიკითხე გაზეთში კრასიჩის კომენტარი-რა მინდოდა იუვეში მშვენივრად ვგრძნობდი თავს მოსკოვში და ლიგაზეც ვთამაშობდიო-თუ ეს სიმართლეა და ამდენს ვერ წონის რომ ვიღაცას გვადარებს, ესეც გუნდიდან გასაშვებია….

    მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!

  2. ეს კაცი კრიზის დაძლევისთვის ნაღდად არ გამოდგება, ასი წელი გუნდს ვერ აათამაშებს : D მარა დალაგებულ, ძლიერ “იუვეში” სკამზე თუ გეყოლება ძალაა…

    1. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად მევასება ეს ფეხბურთელი… და გამისწორდა იუვეში ამისი გადმოსვლა, თუნდაც ასაკის მიუხედავად… სერია ბ-ში რომ არ გავეგდეთ, 2006-ის მერე ეს ჩვენთან გადმოვიდოდა უეჭველი (ევასებოდა იუვე), მაგრამ რთულია მსოფლიო ჩემპიონს მოთხოვო ახალ გუნდში გადასვლა, რომელიც სერია ბ-ში ითამაშებს… ძაან კარგიც ქნა რომ დათანხმდა დაბალ ხელფასს ეხლა…

      1. ლუკა მაგრად მევასება და მეც გამიხარდა … მომავალ სეზონში ჩემი აზრით კარგი სათადარიგო ფორვარდი გვეყოლება , რომელიც აწყობილ გუნდში დიდ სარგებელს მოგვიტანს …. უფასოდ ავიყვანეთ მსოფლიო ჩემპიონი და 1.5 მილიონს მიცემენ წელიწად ნახევრისთვის და ეს მართლაც მიზერული თანხაა

  3. თითო ჭირი არ ელევა რა გუნდს…
    სტატისტიკურად, დელნერის და იმ თავის ექიმის ყველა გუნდი ძირითადად სეზონის მეორე ნაწილში გამოირჩევაო ფორმაში ყოფნითო და ამ იუვეში რა ეტაკათ? ხეირი არც თავიდან ქონიათ და არც ეხლა არ აკლებენ უაზრო ტრავმებს…

Leave a Reply to pintu-ricchio Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.