ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მენეზ, წა(მო)დი !

La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბებერი ქალბატონის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე ფრანგი შემტევი, ჟერემი მენეზი იქნება.23 წლის ფეხბურთელი ამჟამად დედაქალაქური “რომას” ღირსებას იცავს, მაგრამ ყვითელი პრესის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ჯილიაროსის დატოვებს.რომაულ გუნდთან მენეზს კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში კი, ხელშეკრულების დარღვევაზე ალბათ არც რომაელები იტყვიან უარს.

ჟერემი მენეზი “რომაში” ფრანგული “მონაკოდან” გადმოვიდა 2008 წლის 27 აგვისტოს.მისი ტრანსფერი რომაელებს 10.5 მილიონი ევრო დაუჯდათ, ფრანგის ყოველწლიური ანაზღაურება კი 1,8 მილიონ ევროს შეადგენს.Gazzetta – ს ცნობით, ბიანკონერები მენეზის ტრანსფერით წინახაზის გაძლიერებას შეეცდებიან, მითუმეტეს, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება ძალიან მაღალი ნამდვილად არ იქნება.აღსანიშნავია, რომ მენეზის გუნდიდან წასვლა რომაელ გულშემატკივრებსაც სურთ, რომლებიც გუშინ “რომას” სამწვრთნელ ბაზაზე ბანერებით მივიდნენ, რომელზეც ეწერა : “მენეზ, წადი”.

Vecchiasignora.com – ზე ჩატარებული გამოკითხის შედეგად კი გაირკვა, რომ შავ-თეთრების გულშემატკივართა დაახლოებით 70 % – ს მენეზი შეტევის გაძლიერებას იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ფრანგი მომავალი სეზონიდან “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს.

წყარო : Tuttojuve

25 thoughts on “მენეზ, წა(მო)დი !

  1. ზიდანმა კაი “ნაკოლი” მიცა მაროტას და იმედია გამოვა ეს ტრანსფერი…
    პ.ს. ისე რომას ფანებს ამაზე რაის წადი აქვთ სათქმელი როცა საუკეთესოა(ნუ მთლად არა) მოედანზე.

    1. აღარ მგონია რომ მარტინესის ნაირი კვერცხები დაითრიონ ამ ზაფხულს.
      ისეთი ახალ მწვრტენლი უნდა მოიყვანონ რომელსაც ჩააბარებენ გუნდს მინიმუმ 2 წლით. ესე ერთ წელში გუნდს ვერავინ ვერ დააწყობს ისე როგორც საჭიროა.

  2. რაის კრასიჩის ადგილას. ეს ფლანგის მოთამაშე არაა. მეორე ფორვარდი ან გამთამაშებელია. მე რა თამაშებსაც ვუყურე რომასას ეგრე თამაშობდა დაა..

  3. არ მჯერა რომ რომას ასეთი ცუდი მმართველობა ყავს რომ ეს იუვეში გამოუშვას და გაგვაძლიეროს სერიოზულად. მაგარი ფეხბურთელია ძალიან და ბევრს მიაღწევს. ღმერთმა ქნას როამელები დაბრმავდენენ და უპრობლემოდ მოგვყიდონ :!:

  4. ძალიან მინდა იუვეში ლუკასი, აგერო, მასკერანო, ბასტოსი, გლენ ჯონსონი, სერხიო რამოსი, პიენაარი;

      1. პიენაარი არ გვჭირდება, ლუკასს აკვილანი მირჩევნია ( თუ ლივერპულელ ლუკასს გულისხმობ და არა იმ ახალგაზრდას ), აგუერო ჩემი ოცნებაა, მასკერანო სხვა საკითხია, ბასტოსიც მინდა მაგრად, გლენ ჯონსონს და სერხიო რამოსს თავიანთი გუნდები არ გამოუშვებენ..

  5. ჭორი ნამდვილად არ არის, მენეზს პრობლემები აქვს გუნდთან, მონტელასთან და თუ არ ვცდები ტოტისთანაც..იმ შემთხვევაში, თუ იუვე მოინდომებს ამის ყიდვას, ტრანსფერი სავსებით რეალურია, მითუმეტეს ზიზუს რჩევა ბევრს ნიშნავს ანიელისთვის..

  6. აი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, სწრაფი, ტექნიკური, მებრძოლი და რაც მთავარია გონიერი..კრასიჩის ადგილად იდეალური იქნება, მილოში მარცხნიდანაც შეუტევს ეგ პრობლემას არ წარმოადგენს..მეორე ფორვარდად შეუძლია მენეზს..

  7. აი ეს ტრანსფერი მართლაა ძაან მაგარია
    სწრაფი,ტექნიკური,მებრძოლი ბიჭიაა დაა იუვეში ათამაშება არ გაუჭირდებაა

  8. ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მინდა ეს ბიჭი იუვეში !! თან ფრანგები იუვეში მუდამ უმაღლეს დონეზე თამაშიობდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.