ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლომბარდო: ” “იუვესთვის” უარის თქმა ძნელი იქნება “

რობერტო მანჩინის ერთ-ერთმა თანაშემწემ, ატილიო ლომბარდომ “იუვენტუსის” მხრიდან შესაძლო ინტერესზე ისაუბრა და დასძინა, რომ “ბებერი ქალბატონისთვის” უარის თქმა რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა სასეზონო დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილი რამაა, “იუვენტუსი” ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგება, ჟურნალ-გაზეთები კი უკვე დიდი ხანია კანდიდატურათა შორის მანჩინის მოწინავე ადგილებს მიაკუთვნებენ: ” მანჩესტერში ორივენი ბედნიერები ვართ, რობერტოს უნდა ინგლისში ყველაფერი მოიგოს. მე მასთან ერთად იქ წავალ, სადაც გადაწყვეტს,”იუვენტუსი” კი დიდებული გუნდია, რომლისთვისაც უარის თქმა ადვილი არ არის. ” -აცხადებს წარსულში “იუვეს” ნახევარმცველი ატილიო ლომბარდო.

წყარო: goal.com

8 thoughts on “ლომბარდო: ” “იუვესთვის” უარის თქმა ძნელი იქნება “

  1. აუ მომკალით და ინტერის ყოფილი არაფერი მინდა!!! წავიდნენ სხვას შეტენონ ეს მწვრთნელი რა..

  2. ლომბარდოს სურათი დადეთ, თუ არის შესაძლებელი… მაგარი ღადაობა ტიპია ატილიო… :-) ერთ დროს იუვეს ძირითადის იგროკი იყო

    1. მეც გეთანხმები, ნორმალური მწვრთნელია და თანაც ახალგაზრდაა, ტიტულები სწყურია და ამბიციებიც არ აკლია, ინტერში და ლაციოში იმიტომ ვერ მოიგო სკუდეტო რომ პრობლემა ქონდა და ეს პრობლემა იყო ტურინის იუვენტუსი, რომელიც მაშინ უკონკურენტო იყო

      1. წყურვილით დელნერისაც წყურია, მარა მარტო წყურვილი არ შველის…
        სიტიში მეტი რა უნდა? დაადოს ხელი ნებისმიერ ფეხბურთელს და უყიდიან… მაგრამ შედეგი მაინც არ აქვს… ამის პრობლემები არ დაილევა ეგრე… დღეს მანჩესტერი და ჩელსია მისი პრობლემა…
        ნორმალური მწვრთნელია, მაგრამ არა ისეთი რომ ამ იუვეს უშველოს…
        ასე რომ იყოს იქ სადაც არის… ანიელის მეგობარი კია, მაგრამ მეგობრებზე ვერ ააწყობს გუნდს…

Leave a Reply to sandrinho Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.