ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

ჯონ ელკანმა დაადასტურა,რომ მან მართლაც გამართა გუშინ  4 საათიანი შეხვედრა,სადაც მათ შეიმუშავეს ამბიციური გეგმა,რომლის მიხედვითაც იუვე ძველ სიმაღლეს დაუბრუნდება…

გეგმას წარადგენენ ივნისში და იგი იქნება გაწერილი 3 წელზე . ამ ზაფხულს უნდა მოვიდეს მინიმუმ ორი ტოპ-კლასის მოთამაშე . მთავარი მიზანი კი სერხიო აგერო იქნება. 22 წლის არგენტინელი,მის ასაკთან შედარებით გამოცდილია,აქვს  შესანიშნავი ტექნიკა,ხედვა და გოლის ალღო . რაც მთავარია გააჩნია ევროკავშირის პასპორტი .  ასევე სიაშია კარლოს ტევესი და ქარიმ ბენზემა . პასტორეს კი შეუძლია დაიკავოს იუვეში გამთამაშებლის ადგილი , რომელსაც მუდამ განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ტურინულ გრანდში . პლატინი , ბაჯო , ზიდანი და ა.შ.  პირლოს კი შეუძლია ცენტრი დაალაგოს და ქარიზმა,კლასი და გამოცდილება შეიტანოს გუნდში , ამიტომაც იგი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სატრანსფერო პერიოდში , მითუმეტეს რომ მილანიდან წამოსვლის შემთხვევაში , რისი შანსიც მაღალია , ანდრეა იუვეში გადმოვა . იუვე ასევე განიხილავს აკუილანის საკითხს და თან აკვირდება პორტოელ ფერნანდოს,რიკარდო მონტოლივოს და ლასანა დიარას . რაც შეეხება მწვრთნელებს , დელნერის ალტერნატივაა მაძარი და ვილაშ ბოაში . იუვეს კარი ახალგაზრდა მოურინიოს შეგირდისთვის ღია იქნება (ანუ თუ მოუნდება იტალიაში წამოსვლა,იუვე შესთავაზებს კონტრაქტს ).დაცვაში ხემძღვანელობა აპირებს ბეკისა და ლიხშტაინერის ყიდვას , კარში კი ბუფონის წასვლის შემთხვევაში (რისი შანსიც ფაქტიურად არ არის ) , ფრეის მოიყვანენ.

სტატია მოამზადა : juvetifozi – მ


102 thoughts on “Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

  1. გაიგეეთ??? გამოვიდა დელნერი და 100%ით იუვეში ვრჩები შემდეგ წელსო… იდიოტი ძაან გაუბერა… აი მართლა არ ვიცი საერთოდ გინდ ლიგაზე გაიყვანოს რატომ უნდა დარჩეს ეგ კაცი როცა ლიგის ფლეიოფებიდან გამოვარდებით მაგის ხუშტურების გამო… არ ვიცი რაა ყოველ წელს ახალი მწვრთნელი არ გვინდაო ფერარას დროს რატომ არ იძახდით მაგაას??? აი ვინც ამბობს რომ მაცარის დელნერის დარჩევნა მირჩევნიაო შემდეგ წელს რომ ნახავს პარმასთან რომ უარესად წაგვაგებინებს და მოგებულ თამაშებს თავისი ვითომ ტაქტიკის გამო წააგებს მერე დავჯდები თავს ვეღარ შევიკავებ და იმ ხალხს ვლანძღავ ვისაც ოდნევ მაინც უნდა ამ იდიოტის გუნდში დარჩენა… :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil: :evil:

      1. პროსტა რაა თუ მართლა დელნერი დატოვეს მაშინ დამიჯერეთ რომ ამათი სუპერ გეგმა ჯილარდინოს,ბორიელოს და პაციენზას მოყვანაა გუნდში…

  2. Datka ჩემპიონი გუნდი დავიჯერო მესამე ზამენას გაიყვანს და ბოლო ხელს წააგებს ? პრესტიჟის ამბავია და არა მგონია წააგონ:mrgreen: :mrgreen:

        1. ფრე ყველაზე მაგრად ვაწყობსთქო ხო ვთქვი, უდინეზესაც არ აქვს სასწაული თამაშები და ამითუმეტეს არც ლაციოს, ორივე თუ 2–2 ქულას დაკარგავს ყველაზე მისაღები იქნება ალბათ მაინც

  3. უდინეზე ლაციო ნიჩია თუ არ დამთავრდა მაშინ უდინეზეს მოგება უფრო გვაწყობს ვიდრე იმიტომ რომ ზატო მომდევნო თამაშებში დაერხევა უდინეზეს ლაციოს კი უფრო იოლი კალენდარი აქ, რავი ლოგიკურად მასეა მგონი

  4. gio_juventino
    მანჩესტერის 1X და ლივერპულის 2 დამრჩა და თუ მოვიგე 150 ლარს ვიგებ :)

    ძნელი სათქმელია მარა მანჩესტერის მჯერა :)

Leave a Reply to LASHAJUVENTINO Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.