ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

ჯონ ელკანმა დაადასტურა,რომ მან მართლაც გამართა გუშინ  4 საათიანი შეხვედრა,სადაც მათ შეიმუშავეს ამბიციური გეგმა,რომლის მიხედვითაც იუვე ძველ სიმაღლეს დაუბრუნდება…

გეგმას წარადგენენ ივნისში და იგი იქნება გაწერილი 3 წელზე . ამ ზაფხულს უნდა მოვიდეს მინიმუმ ორი ტოპ-კლასის მოთამაშე . მთავარი მიზანი კი სერხიო აგერო იქნება. 22 წლის არგენტინელი,მის ასაკთან შედარებით გამოცდილია,აქვს  შესანიშნავი ტექნიკა,ხედვა და გოლის ალღო . რაც მთავარია გააჩნია ევროკავშირის პასპორტი .  ასევე სიაშია კარლოს ტევესი და ქარიმ ბენზემა . პასტორეს კი შეუძლია დაიკავოს იუვეში გამთამაშებლის ადგილი , რომელსაც მუდამ განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ტურინულ გრანდში . პლატინი , ბაჯო , ზიდანი და ა.შ.  პირლოს კი შეუძლია ცენტრი დაალაგოს და ქარიზმა,კლასი და გამოცდილება შეიტანოს გუნდში , ამიტომაც იგი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება სატრანსფერო პერიოდში , მითუმეტეს რომ მილანიდან წამოსვლის შემთხვევაში , რისი შანსიც მაღალია , ანდრეა იუვეში გადმოვა . იუვე ასევე განიხილავს აკუილანის საკითხს და თან აკვირდება პორტოელ ფერნანდოს,რიკარდო მონტოლივოს და ლასანა დიარას . რაც შეეხება მწვრთნელებს , დელნერის ალტერნატივაა მაძარი და ვილაშ ბოაში . იუვეს კარი ახალგაზრდა მოურინიოს შეგირდისთვის ღია იქნება (ანუ თუ მოუნდება იტალიაში წამოსვლა,იუვე შესთავაზებს კონტრაქტს ).დაცვაში ხემძღვანელობა აპირებს ბეკისა და ლიხშტაინერის ყიდვას , კარში კი ბუფონის წასვლის შემთხვევაში (რისი შანსიც ფაქტიურად არ არის ) , ფრეის მოიყვანენ.

სტატია მოამზადა : juvetifozi – მ


102 thoughts on “Gazzetta – ს თვალით დანახული მომავლის “იუვენტუსი” …

  1. ინტერმა ერთი მიითვისა , მეორე საერთოდ გააუქმეს , არავისთვის არ გადაუციათ

    ახალი ჯერ ჯერობით არაფერია

  2. იმ ორ სკუდეტოზე თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია ინტერმა რო მიითვისა,,მაისში უნდა ყოფილიყო განხილვა ასე ვიცი

  3. ყველაზე სასაცილო ისაა რომ ვიგებთ და მაინც მეშვიდეზე ვართ….მაგიტომ ვართ ცოდოები….არადა იუვენტუსის დონის გუნდი ასე არ უნდა იყოს……ისე ისმართლე რომ ვთქვათ ლიგის შანსი 40% იც აღარაა…

  4. ჩვენ იმედი მაინც დავიტოვოთ რო წააგებს)))კიევო სახლში თამაშობს ბოლო ტურს და არა მგონია საკუთარი გულშემატკივრის წინაშე შერცხვენილი წავიდეს მომოვალ სეზონში)))

    1. რომას მაგარი დაერხევა შემდეგ ტურებში (ჩემი აზრით)
      ლაციომ ერთი ფრე მაინც რო ითამაშოს ვასწრებთ და უდინეზემ 1 უნდა წააგოს:cry:

      1. სხვისი ანგარიშებიდან გამომდინარე რომ ვთამაშობთ მაგიტომ ვართ ამ დღეში…….არ შეეფერება იუვეს ასეთი ყოფნა

  5. ეხა ყველა ხო იძახით კიევოს კიდია ყველაფერიო ნახავთ ეხა ხვალ რო გაიგიჟებენ თავს

  6. ხვალ კიევოს თუ მოუგეთ მომდევნო მატჩს შეეცდებიან არ წააგონ თან თუ გადახედავთ კიევოს შედეგებს თავიანთ სტადიონზე ძალიან სტაბილურები არიან.
    გავალთ არ გავალთ ლიგაზე ყველა დარჩენილ მატჩში მაქსიმუმი უნდა აჩვენონ სამარცხვინო პოზიციაზე რომ არ იყვნენ ცხრილში !!!!!!!!!!!!

  7. დაფიქრდით, როგორ უნდა წააგოს უდინეზემ. კიევოს სულ ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი და ისედაც არ არის კარგი გუნდი. არ ვარდება და ევროთასებისათვისაც ვერ იბრძვის. ღმერთმა ქნას წააგოს უდინეზემ მაგრამ ეჭვი მეპარება.

  8. არაფერია მეგობრებო სამი ქულა არაფერი არაა მთავარია ერტი წააგოს და ვსიო რააა, ურთიერთ შეხვედრებში კი ჩვენ ვჯობივართ უდინეზეს!!! ერთი წაგება უდინეზე ერთი და ჩვენ ვართ მეოთხეზე)) აეე

  9. ჰმ!! რთული სიტუაცია არადა მსაჯს და დელნერის როარ ედებილა კატანიასთან თამაშს მოვიგებდით და კონფურტულად ვიგრძნობდით თავს

  10. უდინეზეს ფეხბურთელებს ისე გაუხარდათ გეგონება ვსიო 100%-ით გასულები იყვნენ მეოთხეზე რა წინ კიდევ 2 თამაშია !

  11. კიევოს უეჭველი უგებს უდინეზე. არაეფრი არ უნდა საერთოდ კიევოს. და მილანიც მისცემს თამაშს…. დარხეული გვაქვს

  12. ინტერმა ვიცე-ჩემპიონობა გაიფორმა ფაქტიურად..

    პარმამ სერია A – ში ადგილი შეინარჩუნა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ გასვლა პარმაში..

  13. მშვენიერია…
    უდინეზემდე სამი ქულა გავქვს, ბოლო ტურში მილანს ხვდება, აქამდეც სასწაულის იმედი გვქონდა, ახლაც ეგრეა, მთავარია ხვალ მოვიგოთ…

Leave a Reply to NEDVEDA11.. Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.