ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აირჩიეთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

მიუხედავად აშკარად წარუმატებელი სეზონისა საშუალება გვეძლევა საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაზე ვისაუბროთ. კლუბი ახალ სეზონს კიდევ ერთხელ შეხვდა სატრანსფერო შენაძენებით დატვითული. კიდევ ერთხელ გახდა საჭირო კოლექტივის გუნდად გარდაქმნა, საერთო სულისკვეთების ჩამოყალიბება, რაც რამდენად მოხერხდა თავად განსაჯეთ. ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ჩავარდნილი მატჩები, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო “იუვენტუსის” ტვირთის ზურგით ბოლომდე ტარება, მისი მიზნების ერთპიროვნულად შესრულება. “მილანი” ჩემპიონია, იქ რიგმა ფეხბურთელებმა სწორედ ეს გააკეთეს. რამდენიც გინდათ ისაუბრეთ ალეგრის შემოქმედებით ნიჭზე, მის ტაქტიკურ განსწავლულბაზე, მაგრამ კონკრეტული სახელების და ამ სახელის ქვეშ დამალული ჩემპიონების გარეშე საეჭვოა მილანელთა სატიტულო დარბაზს მე -18 “სკუდეტო” შემატებოდა. აი ჩვენ კი მერამდენე გამაწბილებელ სეზონს ვითვლით და ისევ, როგორც შარშან, შარშანწინ და სამი წლის წინ, მომავალი სეზონის მოლოდინში ვართ. გთავაზობთ ხუთ კანდიდატურას, აირჩიეთ ის ფეხბურთელი, რომელსაც გინდათ რომ მომავალ სეზონში მთელი “იუვენტუსი” ჰგავდეს…

ალესანდრო მატრი – კუალიარელას ტრავმის შემდეგ “იუვენტუსში” კრიზისი დაიწყო. გუნდი გოლის გატანას ვერ ახერხებდა, მაგრამ მატრიმ თანაგუნდელის ტრავმის შემდეგ დარჩენილი ხვრელი ამოავსო. ყოფილ გუნდთან შესრულებულმა დუბლმა და “ინტერის” კარში გატანილმა გამარჯვების გოლმა მისი სახელი გულშემატკივართა გულებში ამობეჭდა. შავ-თეთრ მაისურში რვაჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და ერთი საგოლე გადაცემაც მითვალა, მაგრამ მთლიანად საფეხბურთო წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგით და 19 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ხუთეულშიც მოხვდა. განსაკუთრებულ უნარებს შეიძლება საოცრად ცივსისხლიანი ბუნება მივათვალოთ, არანაირი აღელვება ბურთის მიღებისას, არასდროს კარგავს ბურთისა და მეტოქის კარის შეგრძნებას. არც ტექნიკასთანაა მწყრალად და არც პასის გაკეთებაზე იტყვის ხოლმე უარს. “კიევოსთან” შეხვედრაში ცოტა ხანი მარცხენა ფლანგიდანაც უწევდა ხოლმე ტონის მომარაგება.

ფაბიო კუალიარელა: ის, რომ ფეხბურთელი, რომელსაც სეზონის ნახევარიც კი არ ჩაუტარებია კლუბში საუკეთესოობის პრეტენდენტია თავისთავად მეტყველებს სრულიად “იუვენტუსის” ჩაგდებულ სეზონზე. ფაბიომ მეტოქის კარის აღება ცხრაჯერ შეძლო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. საშუალო შედეგი თამაშში გატანილი 0.52 გოლია, რაც მთლიანად სეზონში მატრისნაირ შედეგს უმიზნებდა, თუმცა… უდროო ტრავმამ ლოგინს მიაჯაჭვა. გაატარა თვეები თაბაშირში და არავინ იცის, მუხლის ტრავმის შემდეგ დაბრუნდება თუ არა ძველი კუალაირელა. განსაკუთრებულ ასპექტად უდაოდ მისი საგოლე ალღო და ულამაზესი გოლები უნდა დავასახელოთ. როცა თაად მას ჰკითხეს, როგორ გამოსდიოდა ასეთი გოლების გატანა, ფაბიომ გაკვირვებით უპასუხა, როცა გამეორებებს ვუყურებ თავი გიჟი მგონია იქიდან დარტყმა რომ გავბედეო. მისი იდნივიდუალიზმი ბრწყინვალე საფეხბურთო შტრიხია.

ფილიპე მელო – “ფიორენტინადან” გადმობარგების შემდეგ ტურინული ტიფოზერია მისგან საოცრებებს მოელოდა. ყოფილ დედაქალაქში გატარებულ პირველ სეზონში ტრიბუნებიდან მხოლოდ საშინელებები ესმოდა. ასეა თუ ისე უკვე რამდენი ხანია გულშემატკივარი განსხვავებულ მელოს ხედავს. ამაზე სავარაუდოდ ალბერტო აკუილანის მოსვლამაც იმოქმედა. იტალიელი ნახევარმცველის შეწყვილებამ მელოს შეტევის მოვალეობა სრულიად ჩამოაცილა და საშუალება მისცა მისი ნამდვილი მოწოდებისთვის მიეხედა. შედეგი სახეზეა. რიგი სპეციალისტების აზრით “იუვეს” ცენტრალი იტალიის საუკეთესო ჩამშლელია. 27 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლის შეგდებაც მოასწრო მაგრამ მის ხასიათს უფრო მეტად ცხრა ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უსვამს ხაზს. განსკუთრებულად აღნისშვნის ღირსი მისი მებრძოლი ხასიათი და შეუპოვარი ბუნებაა. ცხადია ტყუილად, არც “გლადიატორს” დაუძახებდნენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიურად არამყარი მელო ხშირად კარგავს საკუთარ თავს რაც მხოლოდ უხეშობაში კი არა, თამაშიდან დაკარგვაშიც გამოიხატება ხოლმე. ბრაზილიელს მუდვივი მუხტი და შინაგანი მოტივაცია სჭირდება…

მილოშ კრასიჩი – არასახარბიელო დებიუტის შემდეგ კრასიჩმა სეზონის საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა. ზღაპრული გარღვევები, სერბის განმაცვიფრებელი სისწრაფე მეტოქეთა მცველებს საგონებელში აგდებდა. “ლაციოსთან” მოპოვებული სასწაულებრივი გამარჯვება სწორედ მისი დამსახურებაა და გუნდის თილისმადაც ამ დღის შემდეგ იწოდება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა. გუნდის დაღმასვლასთან ერთად მისი ფორმაც ძალიან დაშორდა იდეალურს. ნახევარმცველმა რამდენჯერმე სცადა ამის მოედნის საფარზე გადაბრალება, მაგრამ სხვა მინდორზე არც სეზონის სტარტზე უთამაშია. რიგ შემთხევვაში დაამტკიცა, რომ საშემსრულებლო ოსტატობა არ დაეწუნება, მაგრამ სოლო რეიდების შემდეგ კარში დასარტყმელად ვეღარ იცლის ხოლმე. უმთავრესი პრობლემა ჩაწოდებებია. ფლანგიდან მისი პასები გაურკვეველი მიმართულებით იგზავნება ხოლმე და ძალიან იშვიათად რჩება მეტოქის საჯარიმო ოთხკუთხედში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შეხვედრებში ამ კუთხით პროგრესი შეიმჩნევა. როგორც ჩანს “იუვენტუსის” მესვეურები პრობლემაზე მუშაობენ. ინდივიდუალურ შტრიხად, რა თქმა უნდა, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სასტარტო სიჩქარე უნდა დასახელდეს.

ალესანდრო დელ პიერო – მისი ბრწყინვალების გარეშე არც ამ სეზონს ჩაუვლია. 36 წლის ასაკშიც კი “იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირია. კაპიტანი არაერთ შეხვედრაში ახერხებს კლუბის გამარჯვების მყარი საფუძვლის ჩაყრას, მაგრამ “იუვენტუსი” სასწაულებრივად უშვებს ხელიდან ამ ქულებს. მისი მოედნის ხედვა და ბრწყინვალე პასები დღესაც განაცვიფრებს გულშემატკივარს. გაიტანა 11 გოლი და ამით ერთი გუნდის მასიურით”სერია ა” -ში გატანილი გოლების სტატისტიკაში ლეგენდალური “ნერრააძურო”, ჯიუზეპე მეაცა მოიტოვა. განსაკუთრებულ უნარებზე საუბარი უადგილოა, მთელი მისი კარიერის მანძილზე ამის შესახებ ისედაც საკმარისად შევიტყვეთ.

ყურადღება! ყოველი მომხმარებლის პოსტში დაფიქსირებული იყოს მისი პოზიცია გამოკვეთილად, დაასახელეთ მხოლოდ ერთი ფეხბრთელი. თუ ხუთეულში სხვა კანდიდატურებს მოელოდით ცადეთ აირჩიოთ ჩამოთვლილთაგან!

სტატია მომზადებულია საიტის ადმინისტრაციის მიერ და ხუთეულის არჩევანი გამოხატავს ავტორის პოზიციას…

160 thoughts on “აირჩიეთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

  1. ფელიპე მელო, გუნდის ხერხემალი!!! მერე კი უბერებელი კაპიტანი ალექს დელ პიერო. შემდეგ კი უსწრაფერი სერბი მილოშ კრასიჩი

  2. ikajuve1011
    ხო აქ ალექს და მელოს შორის უნდა აარჩიო, აბა ნახევარი სეზონის გამო მატრის და კვალიარელა რატომ უნდა დაწერო და კრასიჩი მართლა საერთოდ რა შუაშია აქ :D:D:D

    1. რა შუაშია და კრასიჩმა იუვეს 10-15 ქულა ისე აჩუქა და ჩაუდო ჯიბეში როგორც არაფერი უბრალოდ მეორე ნახევარში მართლა რაღაცა მოეშვა

      1. კრასიჩი სწორედ მაშინ მოეშვა როდესაც ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა.. მაგ ფეხბურთელმა ჩემი ნდობა დაკარგა და ბევრი შრომა მოუწევს რო გაამართლოს მასზე გაცემული იმედები

  3. მილოს კრასიჩი
    ამ ფეხბურთელმა მართალია მეორე ტურიდან ვერაფერი გააკეთა თუმცა პირველ ტურში იყო შეუდარებელი კაცი 6 ჯერ ზედიზედ მოხვდა სიმბოლურში მე იმედი მაქვს ამ კაცის კრასიჩი წელს იყო საუკეთესო
    მეორეზე მელო ან დელ პიერო

  4. 1.დელ პიერო__იმიტომ, რომ რამდენ თამაშშიც მიიღო მონაწილეობა უმაგრესად ითამაშა.
    2.მელო
    3.მატრი,კვალიარელა

  5. კბილებამდე გავიტან დელ პიეროს !!!

    მელო შეუდარებელი იყო, მაგრამ სიწყნარე აკლია მოედანზე,
    ანუ არ უნდა გამოვიდეს წყობიდან!

    თორე ძალიან მიყვარს და ალექსასთან ერთად გუნდის ლიდერი იყო წელს!

  6. Nachke – ერთადერთი კონკურენტი დელ პიეროს მელო ყავს.. კვალის და მატრის ნახევარი სეზონები აქვთ ნათამაშები.. კრასიჩი ვაბშე პრიჩომ ამ გამოკითხვასთან

  7. shot10 – გოალ.ქომ -ზე იმავე ტიპის გამოკითხვაში ალექსა არც მონაწილეობდა. მეც ბოლოს გადავწყვიტე ჩამესვა გასაგები მიზეზების გამო…

    დელ პიეროს ბევრი უსაფუძვლოდ ნაღდად არ ასახელებს, მარა მაინც ხემოვნური მეჩვენება ასეთი ერთსულოვნება. ერთი ორი დღე იქნება გამოკითხვა და იქნებ ცოტა ამოქაჩონ სხვებმა…

  8. ალესანდრო დელ პიერო უდაოდ საუკეთესო იყო ნუ მეორეზე კვალიარელას დავაყენებდი მთელი სეზონი რო ეთამაშა ალბათ პირველი იქნებოდა

  9. რა თქმაუნდა დელ პიერო. 36 წლის ასაკშიც კი გუნდსში ყველაზე სტაბილური და საიმედო თავდამსხმელია. ფორზა ალეეეეეეეეეეეე!

  10. რათქმაუნდა კვალიარელას ვიტყოდი რომ ეთამაშა მთელი სეზონი, მიუხედავად იმისა რო დელ პიეროზე საოცარი ფეხბურთელი არ მეგულება იტალიაში და არც მსოფლიოში, მარტო ჩემი აზრი არ არის ეს, ერთ ერთ სტატიაში ეს ზიდანმაც აღნიშნა თუ წაკითხული გაქვთ. საუკეთესო წელს ალექს დელ პიეროა, 36 წლის ფეხბურთელი ასეთ ფორმაში არცერთ გუნდს არ ყავს . ALESANDRO DEL-PIERO 1 ხმა ჩემგან

  11. დარჯას და ვასკას აზრს არ დავეთანხმები.. ეს ის შემთხვევა არ არის სადაც მხოლოდ იმიტომ აძლევენ ხმას რო უბრალოდ დელ პიეროა.. თითოეული გულშემატკივარი ვინც დელ პიეროს მისცა ხმა გაუმართლებელი არაფერი გაუკეთებიათ, მე მართლა ვერ ვიხსენებ მელოს გაუვალობას და საწაულ თამაშს, ნუ ბაზარი არაა მაგარს იბრძვის თუმცა გოგუამდე ვერ მივა, ფაქტია აკილანიმ გახსნა მელო :-D მატრიმ და კუალიარელამ ნახევარი სეზონი ითამაშეს, ის საუბრებიც არ მიმაჩნია მართებული რო ამბობენ აი კუალიარელა რო არ დამტვრეულიყოო… არავინ არ იცის რა მოხდებოდა, იქნებ ჩაეგდო მეორე ნახევარი როგორც სხვებს დაემართათ.. კრასიჩზე არ მაქვს საერთოდ საუბარი, ეგ არ უნდა იყოს ამ ხუთეულში

    1. მე იმას ვამბობ რო კვალიარელას იგნორი რო გავუკეთოთ არ შეიძლება თქო არ იმსახურებს და იმიტომ უნდა ვაგიაროთ რო გამორჩეული ფიგურა იყო და ბევრი კარგი თამაში ჩაატარა გოლებიც გაიტანა და საერთოდაც მაგრად დაეხმარა გუნდს და მარტო იმის გამო რომ რადგან ნაპოლიდან გადმოვიდა ე.ი არ ყოფილა კარგი ფეხბურთელი არ უნდა მიექცეს მაგას ყურადგება საიდან გადმოდის ფეხბურთელი ერთი ვიცი რო მაგრამ დაეხმარა იუვეს ეგ შენი ნაპოლიდან გამოგდებული თუ რაც გინდათ ის დაარქვით ფეხბურთელი ანუ კვალიარელა და პირიქით როგორც შენ თქვი რო რა იციტო იქნებ მეორე ნახევარში მოეკლო პირიქით ფორმის პიკში შედიოდა და თუ არ მოუმატებდა თამაშს არც გააფუჩებდა

      1. კუალიარელა ისედაც თავის პიკს თამაშობდა.. თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი ქონდა.. ძალიან ბევრი გოლი არასდროს გაჰქონდა.. მაგრამ რაც გაჰქონდა ყველა მგელი გოლი გაჰქონდა.. ნუ სამპასთან ცარიელ კარებშიც შეაგორა.. ეგეთებიც ქონია

  12. დელ პიერო ! ! ! – ოღონდ იმიტომ არა რო უბრალოდ ეს ფეხბურთელი ყველას მირჩევნია, წელსაც საოცარი ფეხბურთი გვანახა კაპიტანმა. მეორე ადგილზე მელო, მესამე მატრი.

Leave a Reply to ika..juve..10 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.