ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი (გარაი)

ესპანური პრესის ცნობით მადრიდი “რეალის” 24 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველი ეზეკელ გარაი “გალაქტიკოსებს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს დატოვებს. ესპანური პრესა იტყობინება, რომ არგენტინელი ფეხბურთელის შეძენა  ტურინის “იუვენტუსის” შეფებს სურთ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მადრიდში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ არგენტინელის ტრანსფერზეც ისაუბრეს. “იუვენტუსის” გარდა ფეხბურთელის შეძენა ლისაბონის “სპორტინგსაც” სურს. შეგახსენებთ, რომ გარაი “რეალში” 2008 წლიდან ასპარეზობს.

წყარო:tribalfootball.com

26 thoughts on “სატრანსფერო ჭორი (გარაი)

  1. ცუდი მცველი არ არის გარაი, უბრალოდ რეალში კარვალიოს, პეპესა ალბიოლის კონკურენციას ვერ უძლებს..შემცვლელად ჩვენთანაც კარგი იქნება..

  2. milanese

    ჯერ არ გაუხანგრძლივებია პირლოს მილანთან კონტრაქტი, მაგრამ სავარაუდოდ მასე იქნება…

  3. გარაი რეალურად ვერ ვიცი რას წარმოადგენს.. რეალსი ამის ადგილი არ იყო და ეს იმას არ ნიშნავს რო ცუდი ფეხბურთელია

  4. იდეალური სატრანსფერო ფანჯარა იუვენტუსის.

    1.ბეკი
    2.ბასტოსი
    3.პირლო
    4.აგუერო ან ბენზემა
    5.მატრი
    6.ქვალიარელა.

    1. მატრი და კვარიარელა წინა ფანჯრებისაა…და ეგენი უნდა დაიტოვონ :-)
      სხვებიც გვინდა ფლანგებზე და ერთი გამთამაშებელი ცენტრში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.