კუალიარელა: ” “ნაპოლიმ” მიღალატა, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა “
ფაბიო კუალიარელა მოედანზე დაბრუნების თარიღს ასახელებს. “ბებერი ქალბატონის” ფორვარდი ყოფილ კლუბზეც საუბრობს და ნეაპოლელებს ღალატში ადანაშაულებს…
” ტრავმის ეპიზოდში მუხლიდან რაღაც ხმა შემომესმა და მაშინვე მივხვდი, საქმე სერიოზულად იყო. ამაში ნამდვილად ვერავის დავადანაშაულებ, რაც მოხდა მხოლოდ ჩემი ბრალია. რეაბილიტაციის პირველი ექვსი თვე ნამდვილი საშინელება იყო, დღეში ექვსი საათი ერთი და იმავეს გაკეთება მიწევდა, ასეთ რაღაცეებს ადამიანის შეშლა შეუძლია. მოედანზე 1000 კმ/სთ სიჩქარით სირბილის შემდეგ კუს ტემპებზე გადასვლა ადვილი არაა. “
” გასახდელში დაბრუნება და მოედანზე გასვლამდე ისევ შენი თანგუნდელების საუბრის მოსმენა საოცარი შეგრძნებაა. რეაბილიტაცია დასრულებულია, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფორმაში არ ვარ, ამიტომაც სამედიცინო შტაბთან ერთად გადავწყვიტეთ ჩემი დაბრუნება ივლისის თვემდე გადაგვედო, წინასასეზონო მზადებაც სწორედ მაშინ დაიწყება. ამ დღეს მოუთმენლად ველი. “
” რაც შეეხება “ნაპოლის”, წელს ნამდვილად გამაკვირვეს, არ ველოდი, რომ “ჩემპიონთა ლიგის” საგზურს ჩაიგდებდნენ ხელში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ზაფხულში ჩემზე უამრავი ბინძური ჭორი ითქვა. ნეაპოლში ამბობდნენ, რომ თანაგუნდელებთან ვიჩხუბე, რომ დილით გვიან ვიღვიძებდი და ვარჯიშებზე ვაგვიანებდი, რაც ასევე ტყუილია. კითხეთ ნებისმიერ ჩემს ყოფილ თანაგუნდელს. სიმართლე ისაა, რომ “ნაპოლიმ” მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ფაქტიურად უკვე ყაზანის “რუბინს” მიმყიდა. არადა თავად უთქვამთ ჩემთვის, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე საკითხს ჩემთან შეათანხმებდნნენ. ასე რომ, თუ ვინმემ ვინმეს უღალატა, “ნაპოლიმ” – მე. “
” კლუბმა მითხრა წავსულიყავი, მეც “რუბინს” “იუვე” ვარჩიე. თავი რომ კრიტიკისგან დაეცვათ, ნეაპოლელებმა ლომების გალიაში შემაგდეს, ჭორები ამიგორეს. სწორედ ისინი იყვნენ, ვინც პირველმა თქვეს, რომ აღარ ვჭირდებოდი. “
“”იუვეში” ყოფნა ძალიან მიხარია, ამ გუნდს ვუყვარვარ და ჩემი სჯერა, გულშემატკივარი ტრავმის შემდეგაც მხარს მიჭერს. გასულ წელს “ნაპოლი” ყველაფრის ჩემზე გადმობრალებას ცდილობდა, ჩემი დისკვალიფიკაციების გასაჩივრებასაც არ ცდილობდნენ. აქ, ტურინში ყველაფერი სხვაგვარადაა. ” -აცხადებს კუალაირელა.
წყარო: football italia
ფაბიო დზაან მაგარია
მაგარი კაცია კვალი ამისი ტრამვის შემდეგ დაიწყო იუვეს დაქცევა
http://www.foto.radikal.ru
ონლაინში არავინ ხართ? სურათებს რომელ საიტზე ტვირთავთ ჩვენი საიტისთვის დამილინკეთ რაა
http://images.geotorrents.com/
ახლა გათიშულია..
ასევე რადიკალი და პიხ.გე
მართალია ნუ პროფესორობთ!!!.. მე მარტო ის ვიცი დარწმუნებით რო აგუერო, ბენზემა და პირლო გადმოვა.. აი დანარჩენი ჯერ კიდევ გაურკვეველია

აუ იკაიფეთ სიტი რონალდუში 1 მილიარდს იხდის :-D :-D დებილები ეგენი რო დაეტრამვოთ ერთი წლით მერე რას შვებბიან??
და ეგ სად ნახე?
albertoaquilani
რა სისოხო, საიდან მოიტანე რომ მაგაზე საერთოდ მიდის საუბრები ? ან რა იცი ამ ფეხბურთელების გამოსყიდვა ყიდვა რამდენი დაჯდება, ვის ვის ტრანსფერში ჩააბამენ..არ გვინდა წინასწარ “პროფესორობა”, ფაქტიურად გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ კონტე მომავალი მწვრთნელი იქნება..
ჯოვინკო და ამაურიდან 20 მილიონი არ შემოვა რო იცოდე ;) ვერ ვხვდები ეს საკუთარი აზრები დარწმუნებით საიდან გამოგაქვთ, რა მოხდება მხოლოდ მაროტამ იცის..
მართალი ხარ არ ღირს პროფესორობა თან იმ ფეხბურელებზე რომლებიც არც კი არი ნახსენები თან მასში არარეალური ფასის გადახდაზე
ჯერ ერთი ამაური 8 მილიონს შემოიტანს ჯოვინკო 7.5 და დიეგო 10 რომელიც ვოლფსბურგს ჯერ არ გადაუხდია და ეს უფრო მეტი გამოდის დაჟე ვიდრე 20 მილიონი… ;) ;) ;) და კიდევ პროფესორობა არაფერ შუაშია ჩემი აზრია და მინდა დავწერ მინდა არა…
მართალი ხარ რასაც ფიქრობ ის უნდა დაწერო. და დიეგოს ფული დააბრუნოს ამ ვოლფსბურგმა კაცო:) 1 წელი ვალი არ დაუბრუნებიათ:))
მატრი,კუალი და სორენსენი გამოისყიდონ მარტო ;-)
მანდ რატო შედიხარ?? ეგ აცმილან.გე 2 არი
ნუ მოკლედ…. არენდები: კვალიარელა(11)მილიონი, მატრი(5)მილიონი, პეპე(7)მილიონი,აკვილანი(12)მილიონი… ახლები: ბეკი(8)მილიონი,ბასტოსი(15)მილიონი,სისოხო(20-25)მილიონი,პირლო(უფასო),აგერო(35+სისოკო,ტიაგო)…. სულ ამ ყველაფერს უნდა 118 მილიონი, ამას გამოაკლდება 20 მილიონი ამაური ჯოვინკოდან შემოსული გრიგერა,მარტინესი,გროსოდან შემოსული 10 მილიონი და გამოვა 98 მილიონი დახარჯული 120 მაგივრად და ის დანარჩენი 20 მილიონი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოგვადგება თუ რამე მოხდა… ასე რომ 120 მილიონად სასკუდეტო სასტავი დადგება ვინც არ უნდა ჩაიბაროს… კონტე კიდე მაგრად გამიხარდება იუვეში ადგან იმას მაინც შეძლებს რომ მოტივაცია ფეხბურთელების თამაშ თამაშ სულ უფრო გაზარდოს და არ შეამციროს….
სისოხოზე იყო საუბარი? არ მახსოვს რაღაც
ალბერტოაკვილან გამარჯობა ერთ რმეში ვერ დაგეთანხმები სისოხოში 20-25 მილიონის მიცემას კოენტრაო ვიყიდოთ მე უფრო ეგ მირჩევნია თან გუნდიდან უშვებ გრიგერას, გროსოს, სალიჰამიჯიჩს, მოტას, იაკუინტას, მარტინესს, ამაურის, ჯოვინკოს ანუ 8 კაცს და მოგყავთ არენდების გარეშე 5 კაცი ფაქტიურად დაცვა გამოდის 7 კაცისგან (კიელინი, სორენსენი, ბონუჩი, ბარცალი, დე ჩელიე, ბეკი, სისოხო) და მთელი სეზონი ამ დაცვით უნდა ვიასპარეზოთ ტრავმების შემთხვევაში ვინ უნდა გადავანაცვლოთ ან დაცვაში ან ნახევარ დაცვაში გუნდში რჩება 20 კაცი მეკარეების გარეშე ასე ძალიან გაგვიჭირდება სეზონი ზძალიან გადამღლელი იქნება თუ მართლა გვინდა სერია ა მოვიგოთ საშვალოდ გუნდი 25-30 კაცი მაინც გვინდა რომ ტრავმების აღარ შეგვეშინდეს რამდენ კაცსაც გაუშვებთ იმდენი უნდა… Read more »
ანი, მატრი 5 კიარა 15მლ ღირს…
ოჰოჰო მატრი 5იო??? სად კითხულობ ამ ინფოებს ეხა დავაკვირდი ალბათ google ში კრიბავ იუვენტუსს და იქ რა ჭორსაც დადებენ კითხულობ და რაც მთავარია და თან ცუდი იჯერებ!
ჯერ ერთი მატრი 5 იმიტომ დავწერე რომ 15 მილიონი სამ წელიწადში უნდა გადაიხადოს იუვემ კონტრაქტის მიხედვით და არა პირდაპირ 15 მეორე სისოხო თუ ბანძია და 25 მილიონი არ ღირს აბა ვინ გინდათ ციგლერი უფასოოდ???
ეგ რო არ გამოისყიდონ საცოდაობა იქნება
magari kacia da imedia bolomde gamoisyidian
მაგარი დამპალი გუნდია ნაპოლი ! ნეხეთ ამ ბოლო დროს კავანიმ რო მოუკლო ნაპოლი გასვლით მატჩებს ან აგებდა ან ნიჩია და სახლში კიდე 1 საცოდავი გოლი თუ გაქონდათ. ძალიან იღბლიანი გუნდია პალერმოსთან თამაში უნდა მომრჩალიყო და გოლი გაიტანეს. ისე გაუხარდათ ლიგაზე გასვლა რო რავი რა

მანჩესტერთან ბარსასთან რეალთან და ეგეთ გუნდებთან რო მოუწევთ თამაში და 5-0 რო გაიტენებიან მაშინაც გახარებულები იქნებიან ნეტა
შენ გენაცვალე ფაბიო! იმედია ნაპოლისთან ითამაშებს და პოკერს შეუსრულებს დე ლაურენტისს
მაგარი კაციო ფაბიო
ეს განცხადება იმას ნიშნავ,ს რომ ალბათ უკვე 100%-იანი გარანტია მიიღო იუვესგან ბოლომდე გამოსყიდვის თაობაზე… თორე ამ ყველაფერს ადრეც იტყოდა… ;)
კაი ნაპოლი ხო გუნდი არაა არცერთი კუთხით. აფერისტი და უარგისი ხალხითაა სავსე, დე ლაურენტისიდან მაცარიმდე. ვინ იცის რეებს შვებოდნენ და რა ფულის კეთებას აპირებდნენ ამის რუბინში გაყიდვით, მარა უფრო იაფფასიანი შემოთავაზება არჩია და იუვეში გადმოვიდა, ამიტო აეწვათ ერთი ადგილი იქაურებს რო ამით ფული დაკარგეს.
თქვა ის რაც სიმართლეა , ნაპოლის ტიფოზებმა სიმართლე უნდა გაიგონ … ტეხავს როცა ხელმძღვანელობა ასე გექცევა
მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ფაბიოსადმი, მე პირადად ესეთი რამეები არ მომწონს არასოდეს არავისგან… ანუ მერე რომ იწყებენ ყოფილ გუნდებზე საუბარს და თან აუგს…
აუ საოცრად მიყვარს ეს ფორვარდი და ადამიანი ! ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილე ფაბიო, ამ სეზონში აწი არაფერი გვეშველება, მომდევნო სეზონიდან გვჭირდები ჯანმრთელად და ჯანზე..
აგუეროს მოსვლა იუვეში მაგრად მინდა, მაგრამ სერხიოს ტრანსფერამდე, უპირველესი სურვილი კვალია-მატრის დუეტის გაფორმებაა..
ხელი არ დაედოს კუალიარელას! თუ საჭირო გახდა მთელი წინა ხაზი გააპანღურეთ, მატრი-კუალიას დუეტი მომავალ სეზონში სკუდეტოს გვპირდება…