ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” ჯიანდონატოს უამრავი შემოთავაზება აქვს “

“მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი ზღაპრული გოლის შემდეგ მანუელ ჯიანდონატოს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. მისი აგენტი სილვიო პალიარი “ბებერი ქალბატონის” ნახევარმცველის მომავალზე საუბრობს: ” მანუელის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ არაფერი გამკვირვებია. ეს ჯარიმა მისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია. მიხარია, რომ ყველაფერი “ოლდ ტრაფორდზე” დაამტკიცა, თუმცა “ევროპის ლიგასა” თუ “სერია ა” -ში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ ყოველ შეხვედრაში იმავეს აკეთებდა. რაც შეეხება მომავალს, მაროტასა და პარატიჩის უკვე ვესაუბრე. მალე ისევ მივუჯდებით მოლაპარაკებათა მაგიდას, მანუელმა უკვე არაერთი შემოთავაზება მიიღო. ” -იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს “იუვენტუსი” ევროტურნირების გარეშეა დარჩენილი, მანუელს შავ-თეთრი მასიურით თამაშის არც ისე ბევრი შანსი მიეცემა. განიხილება არენდით მისი “სიენაში” ან “ფიორენტინაში” გასხვისების საკითხები.

წყარო: football italia

9 thoughts on “აგენტი: ” ჯიანდონატოს უამრავი შემოთავაზება აქვს “

  1. ვიღაცა ნიჭიერი გამოჩნდება და ყველას უშვებენ ტოო. მარტო ტრანსფერები ხო არ არის, ახალგაზრდული რესურსიც ხო უნდა გამოიყენო…

  2. არ შეიძლება ამ ბიჭის გაშვება არც არენდით და არც არაფრით.. ძლივს გამოვზარდეთ წესიერი იგროკი რომელსაც თავდაჯერებულობა დღითიდღე ემატება და ისიც რო გავუშვათ ძალიან ცუდი იქნება

  3. ახალი ცნობა-იუვე პორტუს საყრდენ ნახევარმცველს ფერნანდოს ეჩალიჩება-დიდებული ტრანსფერი იქნება განხორციელების შემთხვევაში-მაშინ დაგვრჩება 1 ტოპ-მცველის, აგეროს, ტევესის და ნანის საკითხი და მერე მეყოლოს ვარდივით ჩვენი მეტოქეები!!

Leave a Reply to Juvent1no Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.