ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მიგელ ანხელი : “აგუეროს თაობაზე მაროტას ვესაუბრე”

მადრიდის “ატლეტიკოს” გენერალური დირექტორი, მიგელ ანხელ ლილი Radio Marca – თან საუბარში ტურინის “იუვენტუსის” სერხიო აგუეროსადმი ინტერესს ადასტურებს : “არ გვინდა მადრიდის რეალთან რაიმე საერთო გვქონდეს.აგუეროს ბლანკოსში ტრანსფერი შეუძლებელია, ამით ჩვენი გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩებიან.სხვა კლუბების ინტერესი ? – დიახ, იუვენტუსის მიერ გამოჩენილ ყურადღებას ვადასტურებ.მათთან კონტაქტი მქონდა, მაროტას ვესაუბრე.არა მგონია, აგუეროს წასვლის სურვილი იმით იყოს გამოწვეული, რომ არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე სურს ასპარეზობა, ატლეტიკოში კი ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.არც იუვენტუსი მონაწილეობს ევროთასებზე, მაგრამ ეს სერხიოს გადაწყვეტილებას ხელს არ შეუშლის.”

წყარო : Tuttosport

40 thoughts on “მიგელ ანხელი : “აგუეროს თაობაზე მაროტას ვესაუბრე”

    1. არ ურჩევნია მარტო ლიგა არაა მთავარი იქ ბენზო ადებაიორი და იგუაინია აქ კი ძირითადში მოხვდება ეგრევე და შიძლება იუვეს ლეგენდაც გახდეს

  1. უკვე იმდენად მნიშვნელოვან ფაზაში შედის ეს საუბრები რომ სულ-სულ მალე გავიფორმებთ ალბა : ))

    1. ბევრი იყო ეგეთი საუბრები და საუბრებად დარჩა იმედია ეს ესე არ იქნება დრო იუვეს ხელმძღვანელებმა თავისი საქმის კეთება დაიწყოს

  2. მე სანჩესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ რომ ვერ გაამართლოს და ამხელა თანხა გადააგდონ მაგრად გამიტყდება.

  3. pinturichio

    ნუ ეგრე 10 მილიონზე არაა ძმა, ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზზე დამოკიდებული..იქნებ სულ არ უნდა იუვეში წასვლა..

  4. თუ აგუეროს ყიდვა არ გამოვიდა, სანჩესი რა ცუდი ვარიანტია ? წელს ძალიან ძლიერი სეზონი ჩაატარა ჩილელმა, თან არა ისეთი რომ წლიური გამონათება იყოს..

    1. კაი რა ათი ლიმონი დაამატოს და დაითრევს აგუეროს,ან ვაბშე ეგ მასტი თავდამსხმელია თუ შემტევი ნახევარმცველი???

  5. 35 მილიონს ურჩევნია დაუმატოს და აგერო დაითრიოს. ნუ ლანძღავ მაროტას აი თუ ვერცერთი ვარსკვლავი ვერ ითრია მერე მაინც გალანძღე :D

  6. აგუერო ამ მომენტისთვის ჰაერივით სჭირდება იუვენტუსს, რეალს კი ფაქტიურად არაფრად, ბენზემა ჰყავს, იგუაინი ჰყავს და სიტიმ ადებაიორის ფასსაც დაუწია, ოღონდ რეალმა წაიყვანოსო..

    უბრალოდ პერესი იმდენად დახამებულია მაღალი დონის ფეხბურთელებზე, ოღონდ რეალის ფორმა ჩააცვას და სკამზე რომ დაჯდება რომელიმე მაგრად ჰკიდია..

    წასვლაც არის და წასვლაც კუნ, თუ მშობლიურ კლიბს მიატოვებ, არ წახვიდე მტრის ბანაკში და გულშემატკივრებსაც არ შეაძულო თავი..გელით სერხიო..

    მოინდომე მაროტა, შენ იცი :*

  7. ის ტუტო სპორტი აგეროზე ყოველ დღე ახალ ახალი ინფოები იჩითება ეტყობა მაგათაც ძაან უნდათ რო იუვეში გადმოვიდეს :D

  8. ჯერ ნუ გავიხარებთ, მაგრამ დიდი ალბათობაა როგორც ჩანს რომ გადმოვიდეს, რაც ძალიან მახარებს.

  9. აგუეროს წასვლის სურვილი იმით იყოს გამოწვეული, რომ არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე სურს ასპარეზობა… ისე ჩემპიონთა ლიგა ასე ძააან, რომ დომნოდა აქამდე წავიდოდა მგონი :) :roll:

Leave a Reply to OMAR SIVORI Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.