ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს

ჯუზეპე მაროტა , ტელეარხ Sky Sport 24 – ის ჟურნალისტებს შეხვდა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა . საუბარი ძირითადათ კლუბის სამომავლო გეგმებს და შესაძლო ტრანსფერებს შეეხო …

იუვენტუსის სტრატეგია სატრანფერო ბაზარზე …

” ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ , რომ მაქსიმალურად ვცდილობთ შემადგენლობის და სამწვრთნელოს შტაბის გაძლიერებას . გუნდი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს გამარჯვებებს , სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი ” .

როგორი ურთიერთობა სუფევს თქვენსა და მანჩინის შორის ?

” ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ . რობერტოს ჯერ კიდევ სამპდორიაში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ . ის ძალიან კარგად მუშაობს სიტიში და დარწმუნებული ვარ , მომავალ სეზონში დიდ წარმატებას მიაღწევს ” .

რა თხოვეთ ანტონიოს ?

” რაიმე კონკრეტულ თხოვნას ადგილი არ ჰქონია . მის წინ უკვე არის გეგმა , რომლის მიხედვითაც მოუწევს მუშაობა და შესაბამისი შედეგის მიღწევა . რაც მთავარია კონტემ ყველაფერი იცის იუვენტუსის შესახებ და სწორედ მან უნდა დაუბრუნოს გუნდს ის დიდება რაც გააჩნდა ” .

შეიძლება თუ არა იმის გადაჭრით მტკიცება , რომ იუვენტუსი უმაღლესი დონის თავდამსხმელს ეძებს ?

” უმაღლესი დონის შემსრულებლებს , რომ ვეძებთ ეს ფაქტია , მაგრამ კონკრეტული პოზიციით არ ვიფარგლებით . დარწმუნებული ვარ პირლო დიდად დაგვეხმარება დასახული მიზნების რეალიზირებაში . საერთოდ კი ვეძებთ მოთამაშეებს , რომლებმაც უკვე ბევრს მიაღწიეს კარიერის მანძილზე ” .

აგუერო , ბენზემა და ტევესი – არ ვითხოვთ დაკონკრეტებას , თუმცა გვაინტერესებს რამდენად შეუძლია იუვენტუსს ასეთი დონის ტრანსფერების განხორციელება ?

” შეუძლია . ჩვენ მართლაც ვეძებთ ისეთ ფეხბურთელებს , რომლებიც თქვენ ეხლახანს ჩამოთვალეთ ” .

ნახევარდაცვის ცენტრში გუნდმა პირლო დაიმატა , აპირებს თუ არა იგი ამ პოზიციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ?

” როგორც კი შევხვდებით ახალ მთავარ მწვრთნელს , მაშინვე განვიხილავთ ამ საკითხს . ინლერი ? მისით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული , ისევე როგორც ჩვენ . მაგრამ არ ვაპირებთ ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე კონცენტრირების მოხდენას . მიუხედავად იმისა , რომ იუვენტუსი არ იასპარეზებს ევრო თასებზე , მთელი ევროპის მაშტაბით ფეხბურთელები სიამოვნებით თანმხდებიან იუვენტუსში ასპარეზობას , ეს კი ძალიან სასიამოვნოა ” .

რამდენად რეალურია ედინ ჯეკოს გადმობირება ?

” როდესაც ვსაუბრობთ ტრანსფერებზე , უნდა გავავლოთ საზღვარი რეალობასა და ვიღაცის მიერ მოფიქრებულ ჭორებს შორის . შანსი ნამდვილად არის და აუცილებელია ყოველთვის იმედიანად ყოფნა . საინტერესო იცით რა არის ? ასეთი ხმები გულშემატკივრებთან უფრო სწრაფად მიდის ვიდრე ჩვენთან ” .

წყარო : Sky Sport 24

44 thoughts on “მაროტა სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს

  1. აგუერო ყველა მეტად მინდა, მის შემდეგ ტევესი, ძალიან მაგარია ორივე !

    ჯეკო მართლაც ფულის მონაა, მაგრამ თუ სხვები ვერ დაითრია იუვემ შესაძლოა ბოსნიელის არენდირებას დათანხმდეს..

    კუნი გვინდა..

      1. დიდი სტატიაა და ბოლოს წერია რო იუვე და აგერო არასოდეს დაახლოვდება :mrgreen:

        ”La Juventus e Sergio Agüero non sono mai stati così vicini.”

  2. ვაა ალექსის სანჩისში იუვე 35 მილიონს იხდის და თან მზად არის უდინეს რიგებში ჩემპიონთა ლიგის შესარცევის დასრულებამდე დატოვოსო …… მე მგონია რომ 35 მილიონი ძალიან გაზვიადებული თანხაა ალექსისში

  3. Del_Gogua

    ყველაზე მაგარი ტრანსფერი ეგ გააკეთა კაცი კედელივით არის დაცვაში! პროსტა ფლანგებიდან გვარღვევენ :D

  4. მე რაც მაგის ყომარები ვოლფსბურგში მაქვს ნანახი 30-40 მეტრზე სასტარტო სისწრაფე აქვს იდეალური თანაც სიმაღლეს თუ გავითვალისწინებთ

    მასე თავის დროზე ტრეზეც ეგეთი იყო ზუსტად

  5. აუუ ჯეკო თუ გადმოიყვანეეს მერე ნახეთ რააა

    რისი ბენზემა ტო აედინ ჯეკო იქნება იდეალური იტალიური ფეხბურთისთვსი

    მითუმეტეს დაბალი სწრაფი ტექნიკური თავდამსხმელები გვყავს 3 დელ პიერო კუალიარელა მატრი

      1. არაა ტო რა იაკინტა ამაური

        ჯეკო იდეალური იქნება იტალიური ფეხბურთისთვის

        მაღალი სწრაფი ლიდერი მასტი

        ეგრე იყო ტრეზეც მონაკოში იხუთებოდა და იუვეში ბოლომდე გაიხსნა

          1. ძეკოს იმდენი პლიუსია აქვს, რომ თავისუფლად მოერგებოდა იუვეს (დაახლოებით ბოქშიჩს მაგონებს) … მაგრამ ვინ გვაძლევს ძეკოს

      2. სუფთა სტოლბააა… თანაც როცა იუვეს უნდოდა მაშინ არ გადმოვიდა ფულს დახარბდა და ეხლა სულ კარგად იყოს სადაც არის! სტოლბაა სუფთა ვერ ვიტან! :@ :D

  6. აი მე არ მესმის ამას რატო ლანძღავთ რაა.. რა ქნას რა ბიუჯეტიც მიცეს იმით იყიდა ხალხი.. რა ცუდი ტრანსფერები გააკეთა? მატრი, კვალიარელა, კრასიჩი, აკვილანი, სტორარი, ბონუჩი, სორენსენი…. ესენი სულ კაპიკებად იყიდა

          1. nu exla iyo Secdomebic: martinesma da motam ar gaamarTla.. კიდე ბარძალი იყიდა უფასოდ რომელმაც ლეგროტალიე 1000 % ით შეცვალა

  7. აგუერო , ბენზემა და ტევესი – არ ვითხოვთ დაკონკრეტებას , თუმცა გვაინტერესებს რამდენად შეუძლია იუვენტუსს ასეთი დონის ტრანსფერების განხორციელება ?

    ” შეუძლია . ჩვენ მართლაც ვეძებთ ისეთ ფეხბურთელებს , რომლებიც თქვენ ეხლახანს ჩამოთვალეთ ” .

    ჩამოთვლილებიდან ერთ ერთს უეჭველი დაითრევს …

Leave a Reply to Q a s r a Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.