ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაციენცა ფაქტიურად იუვენტუსის ფეხბურთელია

ანდრეა პირლოსა და რეტო ციგლერის გაფორმების შემდეგ , მესამე ფეხბურთელი რომელიც მოირგებს ახალ სეზონში იუვენტუსის მაისურს იქნება მიკელე პაციენცა . საგულისხმოა , რომ ბეპე მაროტა ერთ ცენტსაც  კი არ ხარჯავს ჯერ ჯერობით , რადგან ყველა ეს მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება ბებერ ქალბატონს . პაციენცამ თავის მხრივ ვერ მიაღწია შეთანხმებას ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე . 1982 წელს დაბადებული ფეხბურთელი , ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია , რომელიც ნაპოლიში გადასვლამდე ფოჯაში , უდინეზეში და ფიორენტინაში ასპარეზობდა . იტალიური მასმედიის საშუალებების მტკიცებით , მისი ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს .

წყარო : football-italia

64 thoughts on “პაციენცა ფაქტიურად იუვენტუსის ფეხბურთელია

  1. ისე ჯერ სატრანსფერო ფანჯარა არ გახსნილა და ჩვენ უკვე 3 ფეხბურთელი დავითრიეთ…მოკლედ 1 ივნისიდან ველოდოთ ახალ-ახალ ნიუსებს…იმედია პირველი კუნ აგუეროს ტრანსფერი იქნება…

  2. დღეს უმებრტო ანიელის გარდაცვალების დღეა… ანდრეა ანიელის მამის… 2004 წლის 27 მაისს

    1. მეორე ტაიმში ან პირიქით, მელოს ნაცვლად მატრი და ესაა…
      ოღონდ სკამზე უნდა იჯდეს ერთი მაინც შემქმნელი ნახ. მცველი და ჩამშლელიც…

  3. pintu-ricchio გეთანხმები რომ საჭიროა “ხალხი” და არა ძირში ნაყარი, გაფუჭებული და არაფრის მომცემი ხილივით ხალხი…

    ჯოკერი არა გვყავს…

  4. ესეიგი ვინ გამოგვდის ეხლანდელი მდგომარეობით?
    ბუფონი, სტორარი, მანინგერი
    ციგლერი, დეჩელიე, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, სორენსენი, ტრაორე (მოტა, გრიგერა, გროსო)
    მარკიზიო, მელო, პირლო, პაციენცა, სისოკო, კრასიჩი, პეპე, აკვილანი (შესაძლებელია ინლერიც) მარტინესი არ დაგვავიწყდეს.
    მატრი, კვალიარელა, დელპიერო, ტონი, ალბათ აგერო, იაკინტა

    გვეშველება რამე?

      1. მეც მასე ვფიქრობ… ამიტომ საჭიროა ხალხი… თითო კაი ფეხბურთელი საჭიროა დაცვაში,სხვათაშორის არამარტო ფლანგებზე, აგუერო წინ, და ნახევარდაცვაც საჭიროა ალბათ… პირლო ყოვლის შემძლე არაა და არც კონტე რომ მათ იმედზე ვიყოთ მხოლოდ… დანარჩენები სახეზე გვყავს წლევანდელი სეზონით

  5. Datka
    Juve FC

    შეგითანხმეთ… კარგი, დავურეკავ მაშინ ანიელის ცოტა ხანში, ჯერ ადრეა იტალიაში, შეიძლება ეძინოს… :-)

    1. მიდი, მიდი დაითნახმე ანდრეა შენ იმედზეა ყველა… რაღა ადრე 10 სააათი მაინც იქნება იტალიაში… ეხლავე შეათანხმე და პასუხიც გაგვაგებინე :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

  6. ალტერნატივად თუ ტევეს ან სანჩეს განიხილავენ მაშინ გვიღირს აგუეროში მაგ თანხის გადახდა

  7. ეს კუნძულის ხალხი იუვენტუსი არ დავინახო !!! უოკოტი და ლენონები იყვნენ იქ სადაც არიან !!!

    და კერალეები კიდე :mrgreen:

  8. ბასტოს მოიყვანენ რა კაროჩე ფული უნდა დაზოგონ ცოტა ლენონი 20 მილიონი უოლკოტი არ იყიდება რიბერი კიდე 35 მილიონი მინიმუმ ღირს და ბასტოსი 14 მილიონად მოვა ტურინში თან ამ დღეების წინ დაიდო ინფორმაცია ბასტოსის აგენტი სსადაც ამბობს რომ 10 დღეში გაირკვევა მისი კლიენტის ბედი და სავარაუდოდ ის შავთეთრ მაისურს მოირგებსო

      1. არა ფულს დაზოგავენ ისევ სხვა ფეხბურთელებისთვის თან ჩემი აზრით ბასტოსი არაფრით აცმოუარდება ლენონსა და უოლკოტს

  9. ლენონი არა მაკარტნი კიდევ… არც უოლკოტი… მითუმეტეს მარჯვნივ გვყავს ხალხი…
    და scarface-ზე არც მე ვიტყოდი უარს…

  10. imedia gaamrtlebs sl ar minaxavs amisi tamashi xolo cigleri magaria da me sharshanac mindoda misi yidva… nuu paciencastan dakavshirebit ki ara nebismiertan romc ver itamashon magles doneze wagebulshi mainc ar viqnebit gayidis da fulsac aigebs marota

  11. წინა სეზონის ტრანსფერები მეორდება…

    მარტო სკამს ვიძახით და ძირითადში მე ვითამაშო აბა… :mrgreen:

    ჯეკ-პოტი : კონტეს ბასტოსი არ უნდაო.

    1. ნუ თავისუფალი აგენტები არიან და უფასოდ ავიყვანოთ ხალხი, ხელფასს გაქაჩავენ და თანხით იმედია კარგ ხალხს მოიყვენენ…

  12. ციგლერი იდეალური ვარიანტია დაცვისთვის (ეხლა რობერტო კარლოსი და კაფუ ჩაბარდნენ წარსულს და სხვა ეგეთი მცველები მე არ ვიცი ან ზაალიან ძბირი ჯდება)

    პირლოზე უკომენტაროდ

    პაციენცა რახან ცენტრის იგროკია მაშინ სისოკოს გაუშვებენ იასნია

  13. ესეც კარგი შენაძენია…წელს ნორმალური სეზონი ჰქონდა ნაპოლიში…მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც ისაა, რომ ჯერ ყველანი უფულოდ იყიდეს.. :)

  14. ჯერ-ჯერობით კაია რომ არცერთი ცენტი არ დაგვიხარჯავს… მაგრამ არ ვიცი არც ციგლერი და არც პაციენცა რა გამოვლენ საბოლოო ჯამში იუვესთვის…(პირლო ნამდვილად გამოგვადგება) ნუ ციგლერი სავარაუდოდ ჩვენი ამ სეზონის ფლანგის მცველებს თუ გავითვალისწინებთ, უკეთესი იქნება… პაციენცაზე ან ინლერზე არ ვიცი რა ვთქვა… მაინცდამაინც ჩახედული არ ვარ მათ სათამაშო ფსიქოლოგიაში…

    1. “ზამენაც” ნორმალური უნდა გვყავდეს, ყოველ შემთხვევაში ფული არ გადაგვიხდია მის შეძენაში, აქედან გამომდინარე გამართლებული ტრანსფერი იქნება, თუ რა თქმა უნდა გამოვიდა ეს ტრანსფერი

Leave a Reply to Don zoLa Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.