ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( ლიხშტაინერი )

Sky Sport 24 – ის მტკიცებით, ტურინის “იუვენტუსმა” მოლაპარაკებები წამოიწყო რომის “ლაციოსთან” სტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერის თაობაზე. “ბებერი ქალბატონი” დიდი ხანია მარჯვენა მცველს ეძებს მას შემდეგ, რაც წინა ზაფხულში საიჯარო ხელშეკრულებით შეძენილმა მარკო მოტამ, რომელიც აქამდე “რომასა” და “უდინეზეს” ღირსებას იცავდა, არ გაამართლა და რომელსაც “იუვენტუსი” სავარაუდოდ არ გამოისყიდის. სატრანსფერო მიზნების სიაში რამდენიმე ფეხბურთელი ფიგურირებდა, მათგან ერთ-ერთი პირველი სწორედ ლიხშტაინერია. შვეიცარიელი ფეხბურთელის ფასი 10-იდან 12 მილიონ ევრომდე მერყეობს, მაგრამ ბიანკონერის ხელმძღვანელობა 8 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, “იუვენტუსმა” ბიანკოჩელესტის ამჟამად “პარმაში” განათხოვრებული ამაურის უფლებათა პაკეტი შესთავაზა, რადგან თავისმხრივ “ლაციო” გამალებით ეძებს ცენტრ-ფორვარდს. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” პირველი შენაძენები უკვე გააკეთა. გუნდში ანდრეა პირლო და რეტო ციგლერი მოვიდნენ, ტურინულ გრანდში გადმოსვლასთან ახლოსაა ლიხშტაინერის თანამემამულე გოხან ინლერიც.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
13 years ago

:forza:

gaga amuzashvili
13 years ago

დამიჯერეთ ამას ბეკი ჯობიააა

sandro ivaneishvili
13 years ago

:D :D :D კიდევ დეაალი დონე

dito chanturia
13 years ago

ravi kargi fexburtelia da exla tan esec tu moiyvanes mnishvnelovani misia veqneba ori nakrebi gveqneba mosamaragebebli shveicaria da italia :D

tsotne tsertsvadze
13 years ago

თუ ინლერიც ვიყიდეთ და ეს , ციგლერი კი გვყავს და იუვეს მაგიერ შვეიცარია დავიქვათ :D
სერიოზულად რომ თქვათ ამაზე უკეტესებიც არსებობენ და თუ ბეკი მოვიდა ეს საერთოდ არ გვინდა

levanka-juve
13 years ago

ლიხშტაინერი კრგი ფეხბურთელია. მემგონი შვეიცარიის ნაკრები გვეყოლება იუვეს ნაცვლად)

Di Francesco # 1
13 years ago

ბასტოს თუ მიიღებს შვეიცარიის მოქალქეობას მაშინ უეჭველი იყიდის მაროტა

lasha naxucrishvili
13 years ago

აუ ეს მაგარიააააააააააა

13 years ago

ოღონდ ეს არა :evil: ვერ ვიტან :-x

საბა შიოშვილი

aha es iyos :)

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x