ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( ლიხშტაინერი )

Sky Sport 24 – ის მტკიცებით, ტურინის “იუვენტუსმა” მოლაპარაკებები წამოიწყო რომის “ლაციოსთან” სტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერის თაობაზე. “ბებერი ქალბატონი” დიდი ხანია მარჯვენა მცველს ეძებს მას შემდეგ, რაც წინა ზაფხულში საიჯარო ხელშეკრულებით შეძენილმა მარკო მოტამ, რომელიც აქამდე “რომასა” და “უდინეზეს” ღირსებას იცავდა, არ გაამართლა და რომელსაც “იუვენტუსი” სავარაუდოდ არ გამოისყიდის. სატრანსფერო მიზნების სიაში რამდენიმე ფეხბურთელი ფიგურირებდა, მათგან ერთ-ერთი პირველი სწორედ ლიხშტაინერია. შვეიცარიელი ფეხბურთელის ფასი 10-იდან 12 მილიონ ევრომდე მერყეობს, მაგრამ ბიანკონერის ხელმძღვანელობა 8 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, “იუვენტუსმა” ბიანკოჩელესტის ამჟამად “პარმაში” განათხოვრებული ამაურის უფლებათა პაკეტი შესთავაზა, რადგან თავისმხრივ “ლაციო” გამალებით ეძებს ცენტრ-ფორვარდს. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” პირველი შენაძენები უკვე გააკეთა. გუნდში ანდრეა პირლო და რეტო ციგლერი მოვიდნენ, ტურინულ გრანდში გადმოსვლასთან ახლოსაა ლიხშტაინერის თანამემამულე გოხან ინლერიც.

წყარო: Football-Italia

11 thoughts on “სატრანსფერო ჭორი ( ლიხშტაინერი )

  1. თუ ინლერიც ვიყიდეთ და ეს , ციგლერი კი გვყავს და იუვეს მაგიერ შვეიცარია დავიქვათ :D
    სერიოზულად რომ თქვათ ამაზე უკეტესებიც არსებობენ და თუ ბეკი მოვიდა ეს საერთოდ არ გვინდა

Leave a Reply to LASHAJUVENTINO Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.