ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უდინეზე მზადაა შეელიოს ინლერს

იტალიური პრესის ინფორმაციით , ორიოდე დღის წინ ერთმანეთს უდინეზეს და იუვენტუსის მესვეურები შეხვდნენ , უფრო კონკრეტულად კი ჯინო პოცო და ჯუზეპე მაროტა . საქმე უდინელთა ორ ფეხბურთელს ალექსის სანჩეს და გეკხან ინლერს შეეხო , მაროტა ორივე ფეხბურთელში 53 მილიონ ევროს იხდის . თუმცა უკვე დღეს უდინეზეს სპორტულმა დირექტორმა ფაბრიციო ლარინიმ , უარყო პოცოს და მაროტას შეხვედრა , თუმცა ინლერის მიმართ ტურინული ინტერესი დაადასტურა : ” არანაირი შეხვედრა არ შემდგარა , მაგრამ  რაც შეეხება ინლერს , მისით არაერთი კლუბია დაინტერესებული და იუვენტუსი ამ მხრივ გამონაკლისი არ გახლავთ . ” ნაპოლისა ” და ” უდინეზეს ” შორის მართალია არსებობს პრინციპული შეთანხმება , მაგრამ შვეიცარიელ ფეხბურთელს ჯერ ჯერობით არ გაუფორმებია პირადი კონტრაქტი ნეაპოლეტანურ კლუბთან  . სანჩესის შემთხვევაში კი განსხვავებული სიტუაცია სუფევს , ის ნებისმიერი წამყვანი ევროპული კლუბისთვის იქნება საკმაოდ ძლიერი შევსება და ბუნებრივია , რომ მასსზე მოთხოვნა შედარებით დიდია “ .

წყარო : Football-Italia

98 thoughts on “უდინეზე მზადაა შეელიოს ინლერს

Leave a Reply to NEDVEDA11.. Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.